ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც ყველგან და ყოველთვის სექსი უნდათ

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც ყველგან და ყოველთვის სექსი უნდათ

ხშირად დასმული შეკითხვები უკავშირდება ადამიანების სექსუალურ პოტენციალს, მათ ქარიზმატულობას და იმას თუ მაინც რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან ყველაზე, ყველაზე სექსუალური და მომხიბვლელი ინდივიდები. ამგვარ კითხვაზე პასუხის კი რაც არ უნდა საწყენი იყოს, ძნელად იქნება ზუსტი და ცალხასად ვერავინ გეტყვით, რომ თუნდაც პლუტონისა და მარსის მაგნეტიზმით დაჯილდოებული მორიელის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი აჯობებს სექსუალურ ტემპერამენტში, ვთქვათ და ბევრისთვის საქილიკოდ ქცეულ მამაკაც ქალწულს. მართალია, ზოგადი ასტროლოგიური მონაცემებით მორიელები, ვერძები, ლომები და მშვილდოსები დიახაც რომ ქარიზმატულობითა და სექსუალური ენერგიის სიჭარბით არიან გამორჩეულნი, მაგრამ ქალწულის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, რომელთაც თავის მხრივ პლანეტა მერკური მართავს, ხშირად აქვთ ხოლმე მომიჯნავე ორი ნიშნის სასწორისა და მორიელის გავლენა, რის ხარჯზეც საბოლოო ჯამში ვიღებთ სასწორივით სწორუპოვარ მოფლირტავე და მორიელივით ტემპერმენტიან, სექსუალურ ინდივიდს. რომელიც თავის მხრივ თუ ის მამაკაცი გახლავთ ფინანსურად საკმაოდ წარმატებულიც იქნება. ჰოდა, სხვა რა არის საჭირო სუსტი სქესის ქალბატონების მოსახიბლად?

თუმცა, მოდით, ამგვარ მსჯელობას თავი დავანებოთ, იმიტომ რომ ნებისმიერი შემთხვევა ინდივიდუალურია. შესაბამისად, მსჯელობა იმაზე რამდენად სექსუალური შეიძლება იყოს მორიელნარევი ქალწული, ან ვერძარევი თევზები საკმაოდ შორს წაგვიყვანს. ჩვენს დღევანდელ სტატიაში კი ზოგადი კლასიფიკაციით შემოვიფარგლებით და სექსუალურად სამ ყველაზე აქტიურ ქალსა და მამაკაცს გაგაცნობთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

დავიწყოთ მამრებით, როგორც ასტროლოგებს მიაჩნიათ, აქტიური სექსუალური ცხოვრებისა და პოლიგამიურობისკენ მიდრეკილება ყველაზე მეტად აქვთ შემდეგი ზოდიაქოს მამაკაცებს:

მშვილდოსნებს - მათში "დონ ჟუანის" სტატუსი მონადირის ინსტინქტით განისაზღვრება. მარტივად რომ ვთქვათ, მშვილდოსანს სექსზე მეტად ახალ-ახალი ქალების გულის მონადირება და ხელში ჩაგდება ანიჭებს "მორალურ ორგაზმს".

მორიელები - ამ მამაკაცებს შორის ვხვდებით მშვილდოსანივით პოლიგამიის მოყვარულებსაც (ნუ დაგავიწყდებათ, მორიელი ნაკლები მონადირის ინსტინქტებით არ გამოირჩევა) და ერთგულ ინდივიდებსაც, რომელთაც მხოლოდ ნამდვილი სიყვარულის შემთხვევაში შეუძლიათ თავს ღალატის უფლება აღარ მისცენ. თუმცა საკითხავია - ეს ფაქტი რეალურად შეესაბამება კი სიმართლეს?

ვერძები - ცეცხლოვანი ტემპერამენტი და გარშემო ყველასთვის საკუთარი უპირატესობის დამტკიცების სურვილი ხშირად უბიძგებს ვერძს ბევრი ქალი იყოლიოს და არასოდეს გაჩერდეს მიღწეულზე. თუმცა, მსგავსად მორიელისა, მასაც შესწევს ძალა იყოს ერთგული, მანამ სანამ გულში სიყვარულის ნაპერწკალი გააჩნია.

ქალებთან საქმე ცოტა სხვაგვარადაა. როგორც ასტროლოგები თვლიან, ტემპერამენტი და პოლიგამიისკენ მიდრეკილება (პარტნიორების ცხვირსახოცებივით ცვლა) აბსოლუტურად სხვადასხვა ცნებებია. ამიტომ ჩვენს სამეულში ბოლო კატეგორიის მდედრებს განვიხილავთ:

ტყუპი - მისი პრობლემა ხასიათის ცვალებადობაა. ამიტომ მამაკაცებს ქალი ტყუპი აბსოლუტურად უპრობლემოდ, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე იცვლის. თუ პარტნიორი მობეზრდა და მასთან ყოფნა სავალდებულო, რუტინულ ყოველდღიურობად იქცა, იგი მომენტალურად მონახავს შემცვლელს. სექსში თავისუფალი და კრეატიულია. შესაბამისად, მისთვის მამაკაცის "მოჩანგვლა" საკმაოდ მარტივი და იოლი რამაა.

ქალწული - ამბობენ, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალები სექსით ხშირად მერკანტილური მოტივებით კავდებიან. არავინ დავობს იმაზე, რომ ქალწულებს დიდი სიყვარულიც შეუძლიათ, ოღონდ გონებით. მაგრამ კარგად უზრუნველყოფილი და მატერიალურად შემდგარი დროებითი პარტნიორის ყოლა ხელს სულაც არ უშლის მათ, რომ იმ "ერთადერთის" გამოჩენამდე საკუთარი სილამაზე სარფიანად დააბანდონ.

მერწყული - მას ექსპერიმენტები ხიბლავს. ფული ან ფუფუნების ნივთები იშვიათადაა მისთვის მამაკაცთან ურთიერთობის განმსაზღვრელი კრიტერიუმი. უყვარს სექსი და საკუთარ მოთხოვნილებებს არასოდეს დამალავს მორცხვი, კდემამოსილი ქალის ნიღაბს მიღმა. ხშირად ზედმეტად ხმამაღალ განცხადებებსაც კი აკეთებს ამ კუთხით, თუმცა მიაჩნია, რომ უფლება აქვს სადაც უნდა, ვისთანაც და რამდენჯერაც იმდენჯერ ჰქონდეს ისეთი ურთიერთობა როგორიც მისთვის არის მისაღები და კომფორტული.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?