გემოვნებასა და სტილზე მისი ზოდიაქოს ნიშანი ახდენს უდიდეს გავლენას. მოდის ასტროლოგებს საკუთარი მოსაზრება გააჩნიათ ასევე იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს მაკიაჟის ძირითადი ტენდენციები ამა თუ იმ ნიშნით დაბადებული ქალისთვის, გთავაზობთ ჩამონათვალს:
ვერძს - მინიმალისტური მაკიაჟი უხდება. დამატებით შტრიხად შეუძლია გამოიყენოს მკვეთრი წითელი ან ჟოლოსფერი პომადა.
კუროსთვის ბუნებრივი ტონალობებია მიზანშეწონილი. თვალის ჩრდილები მუქი თამბაქოსფერი ან ღია ყავისფერი. პომადა პასტელური ფერის.
ტყუპს
შეუძლია თამამად მიმართოს ექსპერიმენტს მაკიაჟის მხრივ. მას ძალიან მოუხდება ლაინერით გაკეთებული მკვეთრი აქცენტები თვალებზე. ლურჯი ან ფერადი ტუში და სტაფილოსფერი პომადა.
კირჩხიბს თვალებისა და ღაწვების გამოკვეთა სჭირდება. თვალის ჩრდილი ნაზი, გარდამავალი ტონალობის უნდა იყოს. სახის ჩრდილი ბაცი ვარდისფერი.
ლომისთვის
აუცილებელია მდიდრული, გამოკვეთილი მაკიაჟი. თვალის ჩრდილები მოყავისფრო, თაფლისფერი ან მუქი ჩალისფერი. პომადა კაკაოსფერი. სასურველია ოქროსფერი ტატუ ყელზე ან მბრწყინავი ელემენტები ღაწვების მიდამოებში.
ქალწული მინიმალისტია ბუნებით. მისთვის იდეალური მაკიაჟია ბაცი ჩრდილები თვალის არეში – მტრედისფერი ან მონაცრისფრო მწვანე. პომადა ნეიტრალური ფერის.
სასწორისთვის აუცილებელია გამოკვეთოს ტუჩები. ამიტომ პომადის არჩევანზე დიდი ყურადღება უნდა შეაჩეროს. კარგია წითელი, ბორდოსფერი ან მუქი სტაფილოსფერი პომადა.
მორიელს
თვალები აქვს განსაკუთრებულად მაგნეტიზმით სავსე, ამიტომ სასურველია ლაინერით და ჩრდილებით გაალამაზოს იგი. მას ასევე უხდება მკვეთრი ალუბლისფერი პომადა.
მშვილდოსანს მინიმალისტური მიდგომა სჭირდება მაკიაჟის მხრივ. სასურველია გამოიყენოს თვალის ბაცი ჩრდილები და ღია ყავისფერი პომადა.
თხის რქას ძალიან უხდება კლასიკური მაკიაჟი. თვალის ოდნავ მუქი ჩრდილები, პომადა ბუნებრივი ტონალობის.
მერწყულისთვის
ექსპერიმენტებია აუცილებელი. ამიტომ მას თამამად შეუძლია მკვეთრი ფერის პომადის და თვალის ფერადი ლაინერის გამოყენება.
თევზებს ქალური და დახვეწილი გარეგნობა აქვთ. მათთვის ძალიან კარგია ღია ვარდისფერი პომადა, ბაცი იასმნისფერი ან მტრედისფერი თვალის ჩრდილი.