თუმცა, თავმოყვარეობის შელახვა ან სასიყვარულო ფრონტზე გადატანილი მარცხის სწორად გააზრება, ხშირად ცხოველთა მეფეს ძალიან უჭირს და იშვიათი არაა, რომ ლომი წამალს, სასმელს ან კაზინოს "უმეგობრდება". ასეთ შემთხვევაში იგი საჯაროდ უნდა შეარცხვინოთ იმისთვის, რომ მასში თანდაყოლილმა სიამაყემ გაიღვიძოს და თავს აზრზე მოსვლა აიძულოს. მერწმუნეთ, თუკი ლომის თავმოყვარეობა სახალხოდაა შელახული, იგი თავს მოიკლავს და საპირისპიროს დამტკიცებას შეეცდება გარშემო მყოფთა თვალში.