ამ ყველაფრისგან სამომავლოდ კარგ გაკვეთილს იღებს, ზოგს კი არასოდეს ყოფნის გამოცდილება, რომ მომავალში მაინც დაიოკოს მფლანგველობის მოთხოვნილება და მთელი თანხა ერთ დღეში არ გაანიავოს.
ასტროლოგები თვლიან, რომ ქრონიკულად ხელგაშლილ ზოდიაქოს ნიშნებს შორის, რომელთაც გამუდმებით და სტაბილურად გააჩნიათ ვალები ყველაზე ხშირად ვხვდებით - მშვილდოსნებს, ტყუპს, ვერძებს, თევზებსა და სასწორებს . ეს ადამიანები ცდუნებას ვერ უძლებენ, რომ საფულე წამის მეასედში არ ამოასუფთაონ წუთიერი კაპრიზების ან საზოგადოებაში თავის მოწონების გამო.
შედარებით ფრთხილი და წინდახეულია ფულთან მიმართებაში მერწყული, ლომი და თხის რქა. ამ ნიშნით დაბადებულებს არ უყვართ არასტაბილური მომავალი და ზოგადად ვინმეს წინაშე ვალში ყოფნა.
შესაბამისად, ზრუნავენ იმაზე, რომ თავი ამგვარ, მათი გაგებით, "დამამცირებელ" სიტუაციაში არასოდეს ჩაიგდონ.
ყოველთვის აქვთ შავი დღისთვის გადანახული დანაზოგი ნებისმიერ სიტუაციაში - კირჩხიბებს, მორიელებს, კუროებსა და ქალწულებს. ეს ის ადამიანები არიან, ვისაც ვალებით დახუნძლულსა და ჯიბეგამოფხეკილს ძალზე იშვიათად ნახავთ . მათ უყვართ ფულის დაგროვება და ხშირად, იქით უმართავენ ხელს ზემოჩამოთვლილ მფლანგველ ნიშნებს, ოღონდ მაღალი "საპროცენტო განაკვეთით".