გამომდინარე. თუმცა, ვინ როგორ ართმევს თავს ფორს-მაჟორულ სიტუაციას ეს უკვე სხვა საქმეა. როგორც ასტროლოგებს მიაჩნიათ, ადამიანებში სტრესულ მომენტებში ადაპტირების უნარს ხშირად ზოდიაქოს ნიშანიც განაპირობებს...
სტატისტიკის მიხედვით ყველაზე სწრაფად და მამაცად რთულ სიტუაციაში ცეცხლის ნიშნის წარმომადგენლები მოქმედებენ. ვერძებსა და მშვილდოსნებს რისკი უზომოდ უყვართ. შესაბამისად, სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად არაერთი ამ ნიშნის წარმომადგენელია მზად საკუთარი უსაფრთხოებაც კი დადოს სასწორზე. არანაკლები სიმამაცით გამოირჩევიან ლომები , მათთვის გმირობა ხასიათის ერთ-ერთი უმთავრესი და ძალზე კეთილშობილური თვისებაა.
შედარებით ფრთხილები და წინდახედულები არიან ფორსმაჟორულ სიტუაციაში მიწის სტიქიის წარმომადგენლები. მათგან ყველაზე მამაცი და რისკიანი თხის რქაა. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ხშირად საკუთარი ოჯახის წევრების და ახლობლების გამო გასაოცარ რისკზე მიდიან ხოლმე, ყოველგვარი წუწუნის და ყოყმანის გარეშე. თანდაყოლილი სიზარმაცე და პასიურობა უშლის ხელს სწრაფად ადაპტირდეს რთულ სიტუაციაში კუროების უმეტესობას. კურო "ძნელად იქოქება" შესაბამისად, მოვლენების მსვლელობას ვერ უწყობს დროულად ფეხს. ხოლო მიწის სტიქიის კიდევ ერთი წარმომადგენელი - ქალწული, სულაც დამკვირვებლის როლით შემოიფარგლება სახიფათო სიტუაციებში და ნაკლებად ცდილობს სიმამაცის საჯაროდ დემონსტრირებას.
არაერთგვაროვანი საქციელი ახასიათებთ სარისკო სიტუაციაში ჰაერის ნიშნებს, მათგან ყველაზე გაბედული და ზოგადად ჰუმანური მიზნებისთვის მებრძოლი მერწყულია . ამ ხალხს გააჩნია უნარი ბევრი გაიღოს საზოგადოების საკეთილდღეოთ. თუმცაღა, ჩხუბსა და მუშტიკრივში ჩართვას მათ მაინც ვერავინ აიძულებს, მერწყულის ფსიქოლოგია კონფლიქტს მაქსიმალურად ემიჯნება, რასაც ვერ ვიტყვით ენამწარე ტყუპზე. თუმცაღა ტყუპს რთულ სიტუაციაში სწრაფად ლავირების უნარი გაცილებით უფრო უკეთ აქვთ გამომუშავებული და ისინი ყოველთვის ახერხებენ კონფლიქტური მომენტებიდან "მშრალად გამოძვრომას" - ბასრი ენის და მოქნილი ჭკუის წყალობით. რაც შეეხებათ სასწორებს მათ კატეგორიულად სძულთ ყოველგვარი სახის მოულოდნელობა და კონფლიქტები. შესაბამისად, სამართლიანობის დამცველებად გვევლინებიან მარტოოდენ სიტყვით და არა საქმით. თუკი ამ სიმართლისთვის ბრძოლაა საჭირო ის ალბათ გეტყვით - "ვერებძს მიაკითხეთ".
წყლის სტიქიის წარმომადგენლებზე განსაკუთრებულად ღირს საუბარი, იმიტომ რომ ამ სამეულში ბუნებით და ხასიათით მორიელი ყველაზე მეტად გამოირჩევა . მორიელებს დიახაც რომ უყვართ რისკი და აღმერთებენ სირთულეებს. ამიტომ მათთვის მოსაწყენიც კია სიმშვიდეში ცხოვრება. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები სამაგალითო სიმამაცით და პრინციპულობით არიან გამორჩეულნი, განსაკუთრებით მაშინ თუკი საფრთხე მათთვის საყვარელ ადამიანებს ემუქრებათ.
აი, რაც შეეხებათ კირჩხიბებსა და თევზებს, ამ მხრივ ყველაზე ნაკლებად სიმამაცითა და თავზეხელაღებულობით თევზები გამოირჩევიან. მათთვის გაცილებით უფრო იოლია ემოიციური მხარდაჭერა აღმოუჩინონ ვინმეს , ხოლო რთულ სიტუაციებში ისინი უბრალოდ იბნევიან და ცდილობენ ძლიერი ხელჩასაჭიდი მონახონ რამე ან ვინმე.
ხოლო კირჩხიბი თავდაპირველი პანიკის შემოტევის შემდეგ იწყებს სიტუაციასთან ადაპტაციას, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ხალხს სიმამაცე არა, მაგრამ ზურგიდან მოვლის ან ე.წ. "კულისებში ბრძოლის" ტაქტიკა აქვს იდეალურად გამომუშავებული. შესაბამისად, ნურასოდეს იხალისებთ შეშინებულ კირჩხიბზე, არავინ იცის ერთი ან ორი თვის (ან სულაც წლის) შემდეგ რა სახის მოულოდნელობას გიმზადებთ მისი მდიდარი ფანტაზიის უნარი.