დამოკიდებულება და გამოხატვის უნარი გააჩნიათ. ამიტომ არც ის არის გასაკვირი, რომ ერთნი თუ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ვერ ახერხებენ სასურველი პარტნიორის პოვნას, მეორენი მარტივად იცვლიან ინტერესის ობიექტებს და ყოველ ჯერზე მათთვის სიყვარული სულ სხვადასხვაგვარად ლამაზია.
და მაინც, რომელ ზოდიაქოს ნიშანს შეიძლება ყველაზე ადვილად შეაყვარო თავი?
ტყუპს - თქვენ მას მარტივად მოხიბლავთ ინტელექტით ან უბრალოდ ლამაზად საუბრის მანერით. რაც უფრო საინტერესო იქნებით ამ მხრივ, მით უფრო მეტი შანსია საიმისოდ, რომ იგი თქვენით ხანგრძლივი ვადით დაინტერესდება.
ლომს
- კომპლიმენტებია მისი აქილევსის ქუსლი. ამიტომ ის ვინც აღტაცებულ მზერას არ აშორებს და რომანტიკულად ოხრავს მის გამოჩენაზე, ლომში მარტივად იწვევს სათუთ გრძნობებს. მოკლედ, აქეთ და ასხით ხოტბა, ასე იგი თქვენგან არასოდეს წავა.
მშვილდოსანი - მონადირის ინსტინქტი და სპორტული ინტერესი აქვს ახალ-ახალი რომანების წამოსაწყებად. როგორ იტყვიან, "ახალი სისხლი სჭირება". ამიტომ, თუ მის თვალში მოუხელთებელის იმიჯს დაიმკვიდრებთ და რაც შეიძლება დიდი ხნით, იგი საკმაოდ სერიოზულად დაკავდება თქვენი დევნით.