ხშირად ავარიებს მხოლოდ ვარსკვლავთა განლაგება როდი განსაზღვრავს, მნიშვნელოვანი ფაქტორია ადამიანთა ხასიათი. სწორედ ზოდიაქოს ნიშანთა თავისებურებები განაპირობებს, როგორ მართავენ ისინი საჭეს და როგორ მოქმედებენ კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩენის შემთხვევაში. რისკის, სისწრაფისა და თავგადასავლების სიყვარულის გამო, არსებობს 5 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ერთხელ მაინც მოჰყვება ავარიაში:
ვერძს რისკის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია, ამიტომ იქ მოუხვევს მაღალი სიჩქარით, სადაც სხვა - ვერასდროს გაბედავს. მას ყველაფერში პირველობა უნდა, ამიტომ თუ ტრასაზე ვინმე გამოიწვევს, ნამდვილი რბოლა გაიმართება, შედეგებზე კი ვერძი პასუხს ნამდვილად ვერ აგებს. სანამ გზას მიაჭერს, არც დაფიქრება იმაზე, რომ შესაძლოა შეჯიბრი სავალალოდ დამთავრდეს.
ამ ნიშნით დაბადებულებს ვერ წარმოუდგენიათ ცხოვრება თავგადასავლების გარეშე, მათ მოსწონთ სიჩქარე, დინამიკა და ბეწვის ხიდზე გავლა. ნათქვამია, ,,კოკა წყალს სულ არ მოიტანსო", შესაძლოა ტყუპს ბედმა გაუღიმოს ცხრაჯერ, მაგრამ მეათეჯერ უმტყუნოს.
ლომს ხომ ყურადღების ცენრში უყვარს ყოფნა?! სწორედ ამ მოტივით დაიპყრობს ტრასას! გიჟივით გააქროლებს მანქანას და მასში მსხდომებს შიშისგან ააკივლებს, სამაგიეროდ, ამ ადამიანებს არარასდროს დაავიწყდებათ, როგორ გაერთნენ ლომთან ერთად, თუ - რა თქმა უნდა - ცოცხლები დარჩებიან.
ამ ნიშნით დაბადებულებს მოსწონთ, როცა ადამიანები შურით უმზერენ მათ მანქანას. წარმოიდგინეთ, რამხელა შრომა გასწია თხის რქამ თანხის დასაგროვებლად! ეს ადამიანები შანსს არ უშვებენ ხელიდან, რომ ყველას დაანახონ, როგორი მაგარია მათი ავტომობილი - სწრაფი, ლამაზი, კომფორტული, რთულად ხელმისაწვდომი. თხის რქებს მოსწონთ ,,დრიფტაობა", ხშირად მონაწილეობენ რალში. შესაძლოა სწორედ ,,დრიფტის" დროს
დაშავდნენ ან მაშინ, როცა ვინმეს უმტკიცებენ, ჩემი (პირობითად) ,,მერსედესი" უკეთესია და გაგასწრებო.
საჭესთან მჯდარ მერწყულს უეცრად შესაძლოა გიჟური იდეა მოუვიდეს თავში, მაგალითად: ,,ამ ორ ავტობუსს შორის გავძვრები?!" ,,მდინარეში რომ გადავეშვა, მანქანა რამდენხანს იტივტივებს?" ,,ხომ არ წავუძინო? იაროს ამან თავისთვის, მიანც შეუძლია!" ოდესმე მისი ექპერიმენტი არ გაამართლებს და ავარიას გამოიწვევს.