გველის ცაზე, რაც თავისთავად მოიტანს ბევრი ჩვენგანის ცხოვრებაში სერიოზულ ძვრებს და მოვლენებს. უკვე თვის შუა რიცხვებიდან პლანეტა მარსი ლომის ზოდიაქოში გამაგრდება და მზის ნიშანთან ერთად, რომელიც ასევე ლომის ზოდიაქოშია მიმდინარე თვის მანძილზე, აქტიურ ტრამპლინს შექმნის პროფესიული საქმიანობისთვის ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებისთვის. ასე რომ ვერძებს, ლომებს და მშვილდოსნებს საკმაოდ კარგი პერიოდი დაუდგებათ საიმისოდ, რომ საკუთარ ცხოვრებას მეტი დინამიზმი შესძინონ. განსაკუთრებით კარგი დროა მათთვის, ვინც სპორტულ სარბიელზე, სამხედრო სფეროში ან ხელმძღვანელ პოსტებზე მოღვაწეობს ზოდიაქოს ჩამოთვლილ ნიშანთანაგნ.
აგვისტოს მეორე ნახევარი კი როგორც იქნა ქალწულებისთვის, კუროებისთვის და თხის რქებისთვისაც მოიტანს "გამონათებას". განსაკუთრებით კი ამ მხრივ შვებას ქალწულები იგრძნობენ. იმიტომ რომ, მათ ზოდიაქოს ნიშანს ბოლო თვეების მანძილზე შავი მთვარე "სტუმრობდა", რაც საკმაოდ ნეგატიურად აისახა ბევრი მათგანის ჯანმრთელობის, კარიერისა და ფინანსების თემაზე. აგვისტოს მეორე ნახევრიდან ძვირფასო ქალწულებო საშუალება მოგეცემათ წარმატებისკენ გეზი უკვე სრული სვლით აიღოთ. იგივეს თქმა შეიძლება თხის რქებსა და კუროებზეც, რომელთათვისაც იუპიტერის ქალწულის ნიშანში გადასვლა საკმაოდ კარგ ფინანსურ სიტუაციას შექმნის.