კურო
მიწის პირველი ნიშნის ჰობი ხელსაქმესთანაა (ქარგვა, ქსოვა) დაკავშირებული. მას აგრეთვე სიამოვნებას ანიჭებს ქოთნის ყვავილების მოვლა-გამრავლება. კუროს უყვარს შეგროვება: ფულის, სამოსის, თაყვანისმცემლების. ჰობის გულისთვის კურომ შეიძლება მთელი დღის გეგმები შეცვალოს, მაგრამ თუ ჰობი მის ყოველდღიურ საქმიანობას შეუშლის ხელს, შეიძლება იგი გვერდზე დიდი ხნით გადადოს.
ტყუპი
ჰაერის პირველი ნიშნის ჰობი სხვასხვაგვარია: უცხო ენების კურსები, ცეკვის შესწავლა ან ფლორისტიკა. უქმეებზე უყვართ კროსვორდების ამოხსნა, კითხვა, ფილმების ყურება. ტყუპი გიჟდება ექსტრემალურ მოგზაურობაზე, რომანების გაბმასა და წერაზე. ტყუპი ერთადერთი ნიშანია, რომელიც ინფორმაციას მტვერსასრუტივით იზიდავს.