თევზებისთვის მნიშვნელოვანია სიმშვიდე, სადაც საყვარელ ადამიანთან ერთად განმარტოვდება; ლომს კი მდიდრულად მოწყობილი მეფური დარბაზები შეშვენის. მოდით, ჯერ ცეცხლის სტიქიის იდეალური სახლები და ინტერიერი მიმოვიხილოთ.
მიწის სტიქიის წარმომადგენლები
ერთგული, კონსერვატიული, პრაქტიკული მიწის სტიქიის წარმომადგენლებისთვის მთავარია, ინტერიერში გამოსაყენებელი ნივთები ჰქონდეთ, მაგრამ ავეჯამდე, სახლს კაპიტალურ რემონტს ჩაუტარებენ. მხოლოდ ხარისხიან და გამოცდილ მასალას გამოიყენებენ. მასიური, ხის ავეჯის გარდა, შეიძლება ავეჯი-ტრანსფორმერები (სავარძელი-საწოლი, გასაშლელი მაგიდა), ჩაშენებული კარადები, თაროები, პოდიუმი, ანტრესოლი და ა.შ. გამოიყენონ. ამასთანავე, ტიპიურ მიწის სტიქიის წარმომადგენლებს ყველა სათავსო მარაგით ექნება სავსე. მათ მოსწონთ, როცა თითოეულ ოთახს აქვს დანიშნულება (საძინებელი, სამზარეულო და ა.შ) და არასდროს დაყოფენ ერთ ოთახს ზონებად. უყვართ რბილი ავეჯი, დეკორატიული ტექსტილი. სავარძლებზე ფუმფულა ბალიშებს, ტახტზე რბილ გადასაფარებელს, იატაკზე კი ხალიჩას ან ცხოველის ბეწვიან ტყავს დააფენენ. ფერებში დიდი არჩევანი არ აქვთ: შოკოლადის ყველა გამა. ტერაკოტა და ნაცრისფერი. დეკორაციად შეიძლება ქოთნის ყვავილები გამოიყენონ. აგრეთვე თიხის, ქვისა და ბროლის ფიგურები. სასურველია ჰქონდეთ ბუხარი. ნამდვილი ან დეკორატიული.
მშვიდ კუროს მდიდარი შინაგანი სამყარო აქვს. მისთვის მთავარია, რომ ბინა ერთდროულად იყოს კომფორტული, მოხერხებული და რომანტიკული. იგი ყველა კუთეხ-კუნჭულსა და დეტალს ყურადღებას აქცევს, მაგრამ მისთვის იდეალური სტილია – ქანთრი. მისი ბინაში მისი მთავარი ადგილი სასტუმრო ოთახი იქნება, რომლისთვისაც დიდი ყურადღებით შეარჩევს ინტერიერს. ნათელ ოთახს ყვავილებით, ნახატებით მორთავს და გამორიცხული არაა, ოთახის ცენტრში მუსიკალური ინსტრუმენტი, მაგალითად როიალი დადგას. აგრეთვე, დიდი ყურადღებით შეარჩევს საწოლსა და საძინებლის თეთრეულს. საძინებელი შეიძლება ვერსალის სტილში მოაწყოს.
ქალწულისთვის ოჯახში წესრიგი და სისუფთავეა უმთავრესი. ინტერიერი უნდა იყოს გამოსაყენებელი და კარგად დაგეგმილი. მას სახლში ისეთი ავეჯი, დეკორაციები ექნება, რომელიც დიდ მოვლას არ საჭიროებს. ქალწული ის ნიშანია, რომელსაც ყველაფერი ბუნებრივი მოსწონს. ამიტომ სინტიპონის ბალიშები ნატურალური, ბუმბულით უნდა ჩაანაცვლოს. ინტერიერში შეიძლება ქვიშისფერი ან სპილოსძვლისფერი გამოიყენოს. მისაღებში თავის სიამაყეს – წიგნებსა და კოლექციებს გამოფენს. საძინებელში მინიმალურ ავეჯს დადგამს. მაგრამ შეუძლია, ოთახი დეკორატიული ქვებით, ტოტებითა და თიხის ქოთნებით გააფორმოს. ქალწულებს ერთი უცნაური თვისება ახასიათებს. მუდმივად რაღაცას ცვლის, გადაადგილებს, რესტავრაციას უტარებს, მაგრამ ძველ ნივთებს იშვიათად ელევა და სახლში შეიძლება აკურატულად ჰქონდეს შენახული ძველი ჟურნალები და წიგნები. რაც შეეხება სამზარეულოს, ქალწულს კარგად გამოსდის კერძების მომზადება. მისი სამზარეულო სავსეა კულინარიული წიგნებით, მაცივარი – პროდუქტებით, რადგან ამ ნიშნის ძირითადი მისია, გარშემო მყოფებზე ზრუნვაა. მისაღებ ოთახში ნაცრისფერ ან თეთრ, კომფორტულ ავეჯს დადგამს. ეთნიკურ ფიგურებს, ხის ქანდაკებებს, ცოცხალ ყვავილებს.
თხის რქა ბინას აუცილებლად ანტიკვარული ნივთებითა და ავეჯით შეავსებს. რაც უფრო გაუსვამს ხაზს მის ავტორიტეტსა და გავლენას. მისთვის განსაკუთრებული ოთახი ან კუთხე იქნება ბიბლიოთეკა და კაბინეტი, სადაც შეიძლება არომატული ყვავილებიც კი განათავსოს. საწერი მაგიდა აუცილებლად ხის იქნება და მასზე აკურატულად იქნება დალაგებული ძვირფასი სკანცელარიო ნივთები. კედლებზე კი ახლობლების ფოტოებთან ერთად სიგელებს, დიპლომებსა და მედლებს ჩამოკიდებს. თხის რქა ძნელად ეგუება სიახლეებს და ერთხელ არჩეულ ინტერიერს დიდხანს არ გამოცვლის. თუმცა, დროთა განმავლობაში, შეიძლება მოდერნის ელემენტები გამოიყენოს დიზაინში. ფერებიდან ყავისფერს, ნაცრისფერსა და მუქ მწვანეს გამოიყენებს. ოთახებს ხის, მასიური ავეჯით გააწყობს. სასურველია, თხის რქამ ბინაში მისაღები ოთახი კომფორტულად მოაწყოს, სადაც მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად გაერთობა.