თევზებისთვის მნიშვნელოვანია სიმშვიდე, სადაც საყვარელ ადამიანთან ერთად განმარტოვდება; ლომს კი მდიდრულად მოწყობილი მეფური დარბაზები შეშვენის. მოდით, ჰაერის სტიქიის იდეალური სახლები და ინტერიერი მიმოვიხილოთ.
ჰაერის ნიშნები – ტყუპი, სასწორი, მერწყული
კომუნიკაბელურ, შემოქმედ ნიშნებს ვერ წარმოუდგენიათ ცხოვრება ურთიერთობის გარეშე და იშვიათად რჩებიან მარტოები. ბინაში მათთვის მთავარი ოთახი მისაღებია, სადაც მრგვალი ან ოვალური მაგიდა უნდა დადგან, რბილი სავარძლები ან პუფიკები დეკორატიული ბალიშებით. "ჰაეროვნები" მძიმე ავეჯს ვერ შეეგუებიან. აუცილებლად უნდა იყოს ტელევიზორი და ჟურნალების მაგიდა, რათა არ გამორჩეთ ახალი ამბები (განსაკუთრებით ტყუპს). ინტერიერში დიდი ადგილი უკავია აქსესუარებს, სუვენირებს, ფოტოებს, ხელოვნების ნიმუშებს, ოთახის ყვავილებს. სასურველია ტყუპს ჰქონდეს მინის ჭურჭელი, სამზარეულოში სხვადასხვა ხელსაწყო (კომბაინი, მიქსერი, ბლენდერი), ქოთნის ყვავილებიდან – იები. სასწორეს კედლებზე ოვალური ფორმის, კლასიკური სარკეები უნდა ჰქონდეს (შეიძლება მოჩუქურთმებულ ჩარჩოში), მცენარეებიდან ვარდი ან ორქიდეა. მერწყულს მოსწონს თანამედროვე სტილი, ჰაი-ტეკი. კაბინეტში აუცილებლად ექნება ბოლო მოდელის კომპიუტერი, ტელეფონი; ყველა ნიშანს კი აუცილებლად სჭირდება ვენტილატორი ან კონდიციონერი ან ბინის ხშირი განიავება.
ტყუპი სახლი ან შემოქმედის კუთხესავით გამოიყურება, ან ნაგავსაყრელივით. რომელიმე ერთი სტილის შენარჩუნება უჭირს. თუ დღეს რაღაც მოსწონს, ხვალ აუცილებლად შეეცვლება აზრი. თუმცა, ექსპერიმენტებს არ ერიდება და ხშირად ერთი საქმე არ აქვს დამთავრებული, რომ უკვე ახალს იწყებს. შემოქმედება, ფერი და მხიარულება, – ასე 3 სიტყვით შეიძლება დავახასიათოთ ტყუპის სახლი. რადგან მას ადვილად ბეზრდება ნივთები, უმჯობესია სახლში ავეჯი-ტრანსფორმერი იქონიოს და განწყობის მიხედვით გამოიყენოს. ტყუპს მისაღებ ოთახში აუცილებლად უნდა ჰქონდეს დიდი დივანი, დამატებითი, მოსახერხებელი სავარძლებით. წვეულებაზე ყველა მისი მეგობარი რომ დაეტიოს. მაგიდა აუცილებლად მრგვალი ან ოვალური ექნება. ტყუპი ხომ სწრაფად გადაადგილდება და კუთხეებმა სხეულზე სილურჯეები რომ არ დაუტოვოს. საძინებელს კლასიკურ სტილში მოაწყობენ, ფერებიდან შეიძლება ყვითელი, მწვანე ან ლურჯი აირჩიოს.
სასწორს დახვეწილი სტილი და კარგი გემოვნება აქვს. მისი სახლი მყუდრო და ამავდროულად ელეგანტურადაა მოწყობილი. სასწორის მთავარი მიზანია, სტუმარმა მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს თავი. იგი ხშირად გასაშლელ ტახტებს ყიდულობს, რათა მისმა მეგობრებმა მის სახლში ღამის გათევა შეძლონ. სასწორს უყვარს სისუფთავე, აკურატული ნიშანია, მაგრამ ხანდახან ისეთ აურზაურს მოაწყობს, ხოლმე, რომ საჭირო ნივთის მიგნება თავადაც უჭირს. ამიტომ, ეცადეთ, სამუშაო კუთხე, კაბინეტი ისე მოაწყოთ, რომ იქ თქვენ გარდა არავინ შეყოს ცხვირი. სასწორისთვის საძინებელი განსაკუთრებული ადგილია, მას მშვიდ ფერებში, მინიმალისტურ ან რომანტიკულ სტილში მოაწყობს. თუმცა, როგორი სტილიც არ უნდა აირჩიოს, საწოლის გადასაფარებლის, ფარდისა და ხალიჩის ფერს იდეალურად შეუხამებს ერთმანეთს.
მერწყულს თანამედროვე ინტერიერი მოსწონს, ისეთი, რომელსაც დიდი მოვლა არ სჭირდება და სადაც მისი მეგობრები თავს კომფორტულად იგრძნობენ. ინტერიერში ხშირად იყენებს ცისფერი, იისფერი და ინდიგო ფერს. მისი სახლი აუცილებლად კარგად უნდა ნიავდებოდეს. სასურველია, სახლს ჰქონდეს ბევრი (დიდი) ფანჯრები, რათა ოთახში მზის სხივებმა შემოაღწიოს. მერწყულს კარგი გემოვნება აქვს და შეუძლია დეკორატიული ნივთები იდეალურად შეუხამოს ინტერიერს. არ დაგავიწყდეთ, რომ მერწყული თავადაც შემოქმედია და ხშირად სახლი საკუთარი ნახატებით, ქანდაკებებითა და ა.შ. აქვს გაფორმებული. მერწყულს ნაკლები სძინავს, ამიტომ საძინებელს დიდ ყურადღეებას არ აქცევს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ იგი სენტიმენტალური ნიშანია და შეიძლება საძინებელში ბებიის ნაჩუქარ ძველებულ კუბოკრულ პლედს სათუთად ინახავდეს. რაც შეეხება სამუშაო კუთხეს, ის იდეალურად უნდა ჰქონდეს მოწყობილი დიდი მაგიდა, კომპიუტერული ტექნიკა, საკანცელარიო ნივთები და საჭირო დოკუმენტები.