რა სახის სისუსტეები გააჩნიათ ადამიანებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანს, ხომ მრავალ ღირსებასთან ერთად ნეგატიური თვისებებიც გამოარჩევს ერთმანეთისგან. გვინდა, თითოეული ზოდიაქოს ნიშნის სამ ყველაზე დიდ სისუსტეზე გესაუბროთ თანმიმდევრობით:
დღეს ლომზე ვისაუბრებთ:
ლომის ყველაზე დიდი სისუსტეები კი შემდეგში მდგომარეობს:
1. ამპარტავნება - დიახ, ძალიან ბევრი ლომი ვერ ამჩნევს იმას, რომ საკუთარი თავის გადამეტებული სიყვარული ხშირად ამპარტავნებაში გადასდით.
2. ტრაბახისკენ მიდრეკილება - ლომისთვის იმიჯი ყველაფერი. თუმცა, ზოგჯერ სასაცილოდაც კი გამოიყურება გარშემო მყოფთა თვალში გადამეტებული სნობიზმის გამო.
3. პატივმოყვარეობა - ლომები საკუთარ თავს ყველაზე და ყველაფერზე მაღლა აყენებენ ხოლმე. არადა, ზოგჯერ, უბრალო ადამიანური სისუსტეების გამოხატვის უფლებაც უნდა მისცენ თავს, ასე გაცილებით უფრო მეტი თაყვანისმცემელი ეყოლებათ.