ხასიათში დადებითი და უარყოფითი მხარეები. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია გავარკვიოთ, თუ რა სახის მომხიბვლელი თვისებები აქვს ადამიანს, რომლის მეშვეობითაც იგი თავს აწონებს სხვებს.
ვერძი - სიმამაცით, ბრძოლისუნარიანობითა და სამართლიანობით გვხიბლავს.
კურო - სიდინჯით, გაწონასწორებულობითა და სტაბილურობით.
ტყუპი - მრავალმხრივობით, კრეატიულობითა და სისხარტითაა მიმზიდველი.
კირჩხიბი - მზრუნველობით, კარგი ინტუიციითა და თანამგრძნობი ხასიათით გამორიჩევა.
ლომი - დიდსულოვნებით, სიამაყითა და საკუთარი ღირსების შეგრძნებითაა მომხიბვლელი.
ქალწული - მოწესრიგებულობით, პასუხისმგებლობის დიდი გრძნობითა და პუნქტუალურობითაა გამორჩეული.
სასწორი - მშვიდობისმოყვარეობით, დიპლომატიურობითა და სითბოს გამოხატვის ნიჭითაა მომხიბვლელი.
მორიელი - ნებისყოფის სიმტკიცით, პრინციპულობითა და გამძლეობით აღაფრთოვანებს გარშემო მყოფებს.
მშვილდოსანი - გულუხვობით, მეგობრულობითა და ოპტიმიზმით ხიბლავს სხვებს.
თხის რქა - ხასიათის სიმტკიცით, მიზანმიმართულობითა და შრომისმოყვარეობითაა მისაბაძი.
მერწყული - ორიგინალური აზროვნებით, ჰუმანიზმით, ადამიანებისადმი მეგობრული დამოკიდებულებითაა მომხიბვლელი.
თევზები - თანაგრძნობის უნარით, ეგოიზმის არქონითა და ქველმოქმედებით გამოირჩევა.