ზოდიაქოს პუტკუნები

ზოდიაქოს პუტკუნები

დღევანდელობაში ეს უდავო ფაქტია. თუმცა, წონის მატებაზე და ზოგადად, სხეულის გაბარიტების მოცულობაზე ხშირად ასტროლოგები ადამიანის ზოდიაქოს ნიშნით და ამ ნიშნის მმართველი პლანეტის ხასიათიდან გამომდინარეც მსჯელობენ. დღეს მინდა იმ ზოდიაქოს ნიშნებზე ვისაუბროთ, ვისაც ყველაზე მეტად გააჩნია მიდრეკილება "სიმფუმფულისკენ" და იმ ნიშნებსაც შევეხოთ, რომელთა დიდი ნაწილიც ასე თუ ისე მუდმივად ინარჩუნებს იდეალური სხეულის ფორმებს.

კურო - ზოდიაქოს ყველაზე დიდი გურმანია. უყვარს როგორც ჭამა, ისე გემრიელი საჭმელების კეთებაც. კუროები იშვიათად იცავენ დიეტას და ზოგადად, თავისთვის საკვების შეზღუდვა ძალიან უჭირთ. თუმცა, ასეც რომ არ იყოს, უმრავლესობას ვინც ამ ნიშნით იბადება ძვალმსხვილი აღნაგობა და სხეულის სრული კონსტელაცია გააჩნია. ამიტომ კურო, მსუქანიც რომ არ იყოს, ასე თუ ისე "დიდი" მაინც იქნება.

მშვილდოსანი - გართობის, კარგი ჭამა-სმის და არცთუ ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარულია. იუპიტერი - მშვილდოსნის მმართველი პლანეტა ამ ხალხს მასშტაბურობისკენ უბიძგებს, ამიტომ მშვილდოსანი თუ არ ჭამს კიდეც, თეფშზე მაინც ბევრს დაიხვავებს სხვადასხვა ტიპის სასუსნავის და კერძეულობის გორებს. მის შემთხვევაში "თვალი ჭამს და თვალი ძღება". თუმცა, სიმსუქნის დაძლევაში მშვილდოსნებს მოძრავი ცხოვრების წესიც დიდწილად ეხმარებათ. სხვა შემთხვევაში, მათი მადის პატრონს გაცილებით დიდი გაბარიტები ექნებოდა.

მერწყული - რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ამ სამეულში მერწყულიც მოხვდა და ახლავე გეტყვით რატომ. ზოგადად მერწყულის ზოდიაქო განსაკუთრებულად ღორმუცელა ინდივიდებს იშვიათად წარმოშობს, მაგრამ მერწყულს აქვს ერთი დიდი ნაკლი - მოსწონს და უპირატესობას ანიჭებს ცხოვრების მჯდომარე წესს. ის იშვიათად კავდება სპორტით და მეტიც, ზოგიერთი მერწყული ოთახსაც არ ანიავებს იმის შიშით, რომ ორპირმა არ შეაწუხოს. ამიტომ წონის და სხვათა შორის სისხლის ცირკულაციის პრობლემები, მერწყულებს ხშირად აღენიშნებათ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?