რომ ამპარტავნება ამქვეყნად ყველაზე დიდი ცოდვაა. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომელთაც ხშირად თავად ვერ გაუცნობიერებიათ რამდენად დიდი და არაჯანსაღია მათი ამბიციები ზოგჯერ. ასტროლოგები თვლიან, რომ კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნები ნამდვილად არიან მიდრეკილი ეგოიზმის დიდი დოზით გამოვლინებისკენ. ამიტომ თუკი ქვემოჩამოთვლილ ზოდიაქოს ნიშნებს განეკუთვნებით, სასურველია, საკუთარ თავში ამბიციების დონე მაქსიმალურად აკონტროლოთ:
ვერძი 60% - ვერძების უმეტესობა ეგოიზმის დიდი დოზით გამორიჩევა. ვერძი ბუნებით ლიდერია, ამიტომ ვერ იტანს ვერც წაგებას, ვერც კონკურენტებს. მისთვის მნიშვნელოვანია ყველა საქმეში გამარჯვებული გამოვიდეს, რაც ხშირად ხდება მისთვის ამპრატვანების საფუძველი.
მერწყული 88% - მერწყულების უმეტესობას საშინლად სწყინს, თუკი ვინმე მას სხვას შეადარებს. საკუთარი უნიკალურობის განცდას და მოთხოვნილებას იმისა, რომ ბრბოსგან გამორჩეული იყოს მერწყული ხშირად მიჰყავს ამპარტავნულ გამოვლინებამდე.
ლომი 98% - ძალაუფლებისმოყვარული, ამბიციური, საკუთარ თავზე უზომოდ შეყვარებული ნიშანია. ძალზე ხშირად სურვილი - გარშემო ყველა და ყველაფერი კონტროლზე აიყვანოს, ლომში ამპარტავნების კოცონს აღვივებს.