ზოდიაქოს ყველაზე თავმოყვარე ნიშნები

ზოდიაქოს ყველაზე თავმოყვარე ნიშნები

ისეთი რამ არის, რომელიც ადამიანს ღრმა ბავშვობიდან უნდა ჰქონდეს თანდაყოლილი. თუმცა არსებობს ასევე ხალხი, რომელიც მაინცდამაინც ძლიერი მორალური პრინციპებითა და ნებისყოფით ვერ დაიკვეხნის. ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშანიც დიდწილად განაპირობებს ჩვენში არსებულ თავმოყვარეობის კოეფიციენტს და ამ მხრივ სამ ნიშანს გამოყოფენ:

ვერძი - ცეცხლის ნიშნებს შორის ყველაზე ჯიუტი და ამაყია. ვერძები სპონტანურები და იმპულსურები არიან. ამიტომ ჯერ მოქმედებენ და მერე ფიქრობენ ხოლმე. შესაბამისად შეცდომები, საკმარისზე ხშირად მოსდით. მაგრამ იმის აღიარებას, რომ რამე ეშელება ვერძს სიკვდილი ურჩევნია. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ასევე არ ეხერხებათ ბოდიშის მოხდა და ფამილარული რევერანსები. ამიტომ ნუ აიძულებთ ვერძს თქვენ წინაშე მუხლი მოიყაროს.

ლომი - მზე, ლომის ზოდიაქოს მმართველი პლანეტა აჯილდოებს ამ ადამიანებს უზომოდ ამბიციური ხასიათითა და თავმოყვარეობის მაღალი კოეფიციენტით. ლომი ამაყი ადამიანია, არ უყვარს დახმარების თხოვნა და ყოველთვის ცდილობს გარშემო მყოფების თვალში შესაბრალისად არ გამოიყურებოდეს. ნებისმიერი ლომისთვის საკუთარი იმიჯი საზოგადოებაში უმთავრესი და პრიორიტეტული რამაა. აქედან გამომდინარე, იგი არასოდეს ჩაიდენს რაიმე ისეთს, რაც მისი პერსონის მიმართ აგდებულ დამოკიდებულებას გამოიწვევს საზოგადოებაში. ლომებს ძალიან უჭირთ ბოდიშის მოხდა. თუმცა საქციელით აუცილებლად გაგრძნობინებენ საკუთარ სინანულს ჩადენილის გამო.

მშვილდოსანი - მშვილდოსანი ამქვეყნად ყველაზე ქუდბედიანი ზოდიაქოს ნიშანია. ამიტომ არც არის გასაკვირი რატომ უყურებენ ცხოვრებას ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები მუდამ ოპტიმიზმით. თუმცა იუპიტერი, რომელიც მშვილდოსნის ნიშანს მართავს ამ ხალხს არამხოლოდ ოპტიმიზმის დიდი დოზით, გადამეტებული ამბიციურობითა და თავმოყვარეობითაც აჯილდოებს. მშვილდოსანი ძალიან ამაყი ნიშანია. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ხალხი ვერ ეგუება ბრალდებებს, მითითებებს და თითის ქნევით საუბარს. ისინი ვერ იტანენ ჭკუის სწავლებას. არ უყვართ, როცა ვინმე ერევა მათ ცხოვრებაში და მით უმეტეს, უზღუდავს დამოუკიდებლობას. მშვილდოსანს უჭირს ბოდიშის მოხდა, იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ მას სახალხოდ დაარიგებთ ჭკუას და შეუსწორებთ რამეს.