ასტროლოგები თვლიან, რომ იმის მიხედვით თუ რომელ ზოდიაქოს ნიშანს მიეკუთვნება ადამიანი, მარტივად გამოიცნობთ პოტენციურ მეუღლესთან საფინანსო საკითხებში რამდენად გექნებათ ჰარმონია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის თუ ძუნწია ან ნორმის ფარგლებში ხელმომჭირნე, თქვენ რომელიც ფულს ხელგაშლილად ხარჯავთ გეცოდინებათ, სად, როგორ და რა სიტუაციაში დაგჭირდებათ მეორე ნახევრისთვის ამ დანახარჯების აუცილებლობის ახსნა...
ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ფინანსურ საკითხებში თანხვედრა ყველაზე ხშირად ერთი და იგივე სტიქიის წარმომადგენლებს გააჩნიათ. მაგალითად თხის რქა და ქალწული, ქალწული და კურო, კურო და თხის რქა ერთნაირი ხელმომჭირნეობით, მუყაითობით და წინდახედულებით გამოირჩევიან ფულთან მიმართებაში. მაშინ როცა ლომი და ვერძი, ვერძი და მშვილდოსანი ან მშვილდოსანი და ლომი ფულს წინდაუხედავად ფლანგავენ, იმის იმედით რომ ხვალ აუცილებლად იშოვნიან უფრო მეტს.
არსებობს შერეული და ფინანსურად სტაბილური წყვილები. მათ რიცხვშია მორიელის და თხის რქის, კირჩხიბის და კუროს, ქალწულის და კირჩხიბის, თხის რქისა და კირჩხიბის, ქალწულისა და მორიელის დუეტები. ასეთი წყვილები წინდახედულებას იჩენენ ფინანსებთან მიმართებაში, ცდილობენ ჭკვიანურად დაგეგმონ და განკარგონ საერთო ოჯახური ბიუჯეტი რათა სამომავლოდ თავიდან აიცილონ უფულობით გამოწვეული კრიზისი ურთიერთობაში.