კიდევ. განსახილველ თემას რა დალევს, დაწყებული ფილმებით, დასრულებული ოსკაროსნების სამსახიობო ხელოვნებით, სამოსითა და ვარცხნილობით პუბლიკას ყველაფერი აინტერესებს. რაღა თქმა უნდა, ჩვენი საიტიც დაინტერესდა ოსკარების თემით და ამჯერად წლევანდელი წითელი ხალიჩის ყველაზე გემოვნებიანი ქალბატონების სიას გადავავლეთ თვალი.
მინდა გითხრათ, რომ საინტერესო კლასიფიკაცია გამოიკვეთა - როგორც გაირკვა, ცეცხლის სტიქია ლიდერობს. შვიდი ფავორიტიდან ორი ვერძის ზოდიაქოს ნიშანს მიეკუთვნება, ორი მშვილდოსნის, ერთი კი ლომის ნიშნის წარმომადგენელია. ამ ოთხეულს აგვირგვინებს წყლის სტიქიის ორი ნიშანი - კირჩხიბი და მორიელი.
უმრავლესობაში ვერძები და მშვილდოსნები არიან. კირა ნაითლი და ლედი გაგა, ვერძის ნიშნის ორი საუკეთესო წარმომადგენელია. ლედი გაგას სწორი მიგნებაა "წითელი აქცენტები" საოსკარე იმიჯში - ვერძის ფერი მოგეხსენებათ წითელი გახლავთ. რასაც ვერ ვიტყვით კირა ნაითლის გარდერობზე, აშკარაა რომ იგი უფრო "სასწორულ" ელემენტებს ატარებს.
მშვილდოსნები - ჯულიანა მური და სკარლეტ იოჰანსონი
(ეს უკანასკნელი ე.წ. "მესაზღვრეთა" კატეგორიას განეკუთვნება და ვიზუალში აქვს რაღაც მორიელური). რომელმაც კაბა აშკარად მორიელის ტონალობაში შეარჩია.
ეპატაჟური და თვალისმომჭრელი ლომი - ჯენიფერ ლოპესი , ლომისთვის დამახასიათებელი ფერადოვნებით (ცნობილი ფაქტია, რომ ქალ ლომებს ძალიან უყვართ და უხდებათ ჩალისფერი).
მარგო რობი - ნაზი და დახვეწილი კირჩხიბი , ემა სთოუნი კი არამორიელურად სათუთი მორიელი ყვითელი კაბით. სამაგიეროდ თვალები გასცემს მის ზოდიაქოს ნიშანს.