იღბალი? მუყაითი შრომის საბოლოო შედეგი თუ უბრალოდ, შემთხვევითობა? ასტროლოგები თვლიან, რომ არსებობს სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც ყველაზე ხშირად უღიმის ჭირვეული ქალბატონი - სახელად ფორტუნა.
მერწყული - მისი "კოზირი" ალტრუიზმი და სოციალური აქტივობაა. მერწყული მეგობრული, კეთილმოსურნე ნიშანია. მასთან კავშირს ადამიანები ესწრაფვიან უბოროტო ხასიათისა და გონიერების გამო. ამასთან ერთად, მერწყულს არ ახასიათებს ადამიანების ფენებად დაყოფისკენ მიდრეკილება რაც თავის მხრივ განაპირობებს კიდეც მასების მხრიდან მის მიმართ დიდ სიყვარულს და საყოველთაო პოპულარობას. იღბალი კი არაფერია სხვა.
ვერძი - აქტიური, შემტევი, ოპტიმისტი და მებრძოლი ნიშანია. ასეთების წინ კი ყველა კარი იღება სამყაროს კანონების მიხედვით. ვერძი დაუღალავად მიიწევს წინ დასახული მიზნისკენ, მას არ აშინებს არც წარუმატებლობა, არც აგრესია. შესაბამისად, ყოველთვის აღწევს დასახულ მიზანს. იმიტომ რომ, სამყაროს კანონების მიხედვით არსებობს მარტივი ჭეშმარიტება - როცა რაიმე ძალიან გინდა, კოსმოსი ხელს გიწყობს სურვილების ასრულებაში. ვერძს კი ურყევი ნება და ოპტიმიზმი არასოდეს აკლია.
თევზები - ალბათ ბევრმა თქვენგანმა არ იცის ის, რომ თევზების ზოდიაქოს მმართველად ნეპტუნთან ერთად გამარჯვებისა და წარმატების მომტანი პლანეტა იუპიტერიც მიიჩნევა. შესაბამისად, თევზები, რომელთაც ხშირად დინების მიხედვით ცურვა უფრო ეხალისებათ, ცხოვრებისეულ გამოწვევებთან ღიად შეჭიდებას, იღბლიანი სიტუაციის ეპიცენტრში არაერთგზის ხვდებიან. მათ მიმართ საზოგადოება კეთილად განეწყობა, რბილი და ტაქტიანი ხასიათის გამო, ხოლო კარგი ინტუიციის ხარჯზე ისინი ყოველთვის იპოვნიან ჭეშმარიტ მეგობრებს.