არიან. ზოგიერთი უფრო ლოიალურია, ზოგი კი პირიქით ხაზგასმულად პრინციპული და მაქსიმალისტი. არ აქვს მნიშვნელობა მამაკაცია თუ ქალი, ყველას გააჩნია ხასიათში გარკვეული სისუსტეები, რომელიც მაშინ უფრო ძლიერდება და შესამჩნევია, როცა ესა თუ ის ინდივიდი შეყვარებულია ვინმეზე.
თუმცა ხდება ხოლმე ისეც, რომ ღალატის ან ღალატის მცდელობის ფაქტის წინაშე ვდგებით. ასეთ დროს, ზოგი გარკვეული დროის შემდეგ პატიობს პარტნიორს ჩადენილ საქციელს, ზოგი კი სამუდამოდ წყვეტს ამ უკანასკნელთან კავშირს. დღეს იმ ზოდიაქოს ნიშნებზე მინდა გესაუბროთ ვისთან ღირს პატიების თხოვნა და ვისთან აჯობებს, სამუდამოდ დაივიწყოთ მისი არსებობა.
განსაკუთრებით პრინციპულები არიან - ლომები, მორიელები, ქალწულები, თხის რქები, კუროები
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს გამოკვეთილი თავმოყვარეობა, სიჯიუტე და პრინციპული ხასიათი გააჩნიათ. ლომი ავტორიტეტის შელახვას არ გაპატიებთ, ქალწული და კურო ნდობის, თხის რქა თავმოყვარეობის, ხოლო მორიელი უბრალოდ ამოგშლით ერთხელ და სამუდამოდ საკუთარი ცხოვრებიდან ისე, თითქოს არც არასოდეს გიცნობდათ.
შედარებით უფრო ლოიალურთა კატეგორიაში გადიან - ვერძები, მშვილდოსნები, კირჩხიბები, თევზები.
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს სასურველია ცოტა ხნით მოერიდოთ და თავი მოანატროთ პირველი "კვამლის გამოშვების" მერე. შემდგომ ამისა კი უნდა მიხვიდეთ და მთელი გულწრფელობით აღიაროთ დანაშაული, რომელსაც აღარასოდეს გაიმეორებთ. მერწმუნეთ, მეორე შანსს აუცილებლად მოგცემენ.
მარტივად გაპატიებთ ღალატს ტყუპი, სასწორი, მერწყული - ისინი არც თავად იკლავენ თავს მაინცდამაინც უმწიკვლო და პატიოსანი იმიჯის შენარჩუნებით. ამიტომ მსუბუქი ფლირტი მათთვის სულაც არ წარმოადგენს დიდ ტრაგედიას.