ზოდიაქოს რომელი ნიშნები დააჯილდოვა კოსმოსმა სიმშვიდითა და დიპლომატიურობით?

ზოდიაქოს რომელი ნიშნები დააჯილდოვა კოსმოსმა სიმშვიდითა და დიპლომატიურობით?

თუ საკუთარ თავზე მუშაობით მიღწეული მდგომარეობა? ასტროლოგები თვლიან, რომ არსებობენ ფსიქოლოგიურად განსაკუთრებული გაწონასწორებულობით გამორჩეული ზოდიაქოს ნიშნები.

კურო - ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე აუღელვებელი, მშვიდი და გაწონასწორებული ნიშანია. კუროები საკმაოდ ემოციურები არიან შინაგანად, თუმცა იშვიათად ავლენენ ემოციებს ფაციფუცით და აჟიოტაჟით. კურო დინჯი, აუღელვებელი და პრაგმატულია. თუკი მიზეზს რეალურად არ ხედავს სანერვიულოდ, ისე არასოდეს მიეცემა შფოთვას. მოკლედ, მიბაძეთ კუროს!

Astrologia

სასწორი - კეთილმოსურნე, მშვიდობისმოყვარული და მუდმივად ჰარმონიაზე ორიენტირებული ნიშანია. სასწორებს სძულთ კონფლიქტი, ამიტომ ყოველთვის მომღიმარი სახე აქვთ და იშვიათად რომ ვინმეს რამე აწყენინონ, მით უმეტეს, გამიზნულად. სასწორის ნიშნით დაბადებულები ცდილობენ, ადამიანებსა და სიტუაციებში მუდამ დაინახონ პოზიტივი, ამიტომ ჩვენს სამეულში სასწორს მეორე საპატიო ადგილი მივუჩინეთ.

Astrologia

თევზები - ალბათ გაგიკვირდათ თევზების სამეულში მოხვედრა. ვისაც ამ ადამიანებთან ახლო ურთიერთობა ჰქონია იცის, რომ თევზის ზოდიაქოს ნიშნის ადამიანი საკმაოდ ემოციური და სენსიტიურია. თუმცა ემოციურობა არ გამორიცხავს სიმშვიდესა და გაწონასწორებულობას საჭირო მომენტში. თევზებს შორის ბევრი ფსიქოლოგები გვხვდებიან, ზუსტად იმ ნიჭის გამო რომ მათში არის უნარი სხვებს აგრძნობინონ სიმშვიდე, დაალაგონ ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ხალხი. თევზების ნიშნით დაბადებულებს ემოციების ფლობის კარგი უნარიც აქვთ. ამიტომ გარეგნულად იშვიათად შეატყობთ მათ სულიერ მღელვარებას.

Astrologia