ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ადამიანებს აქვთ ნიჭი ყოველთვის მიაღწიონ დასახულ მიზანს?

ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ადამიანებს აქვთ ნიჭი ყოველთვის მიაღწიონ დასახულ მიზანს?

ნიჭი, სამწუხაროდ ყველა ადამიანს როდი გააჩნია. ამ თვისებებს კი ხშირად ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს. ასტროლოგები თვლიან, რომ არსებობს კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთა კატეგორია, რომელთაც შეუძლიათ საკუთარი მიზნისკენ ჯიუტად სვლა და თითქმის ყოველთვის გამოსდით მიაღწიონ სასურველ ოცნებებს.

ვერძი - პლანეტა მარსი, რომელიც ვერძის ზოდიაქოს ნიშნის მფარველად ითვლება თავის მხრივ ომის და ბრძოლის ღმერთს შეესაბამებოდა მითოლოგიაში. ამიტომ ვერძები, გამორჩეულად მებრძოლი და პრინციპული ხასიათით გამოირჩევიან. ეს არის ხალხი, რომელიც არასოდეს უშინდება წარუმატებლობას და ყოველ ჯერზე, მორიგი მარცხის შემდგომ შესაშური პრინციპულობითა და ენთუზიაზმით მიიწევს კვლავ წინ, დასახული მიზნებისკენ.

მორიელი - მსგავსად ვერძისა, მორიელის ნიშნის თანამმართველადაც პლანეტა მარსი ითვლება. თუმცა, მორიელის მთავარი მფარველი პლანეტა ძლევამოსილი პლუტონია, რომელიც ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ბრძოლისუნარიანობის გარდა, ანიჭებს გასაოცარ ამტანობას და მოთმინების უნარს. მორიელს აქვს ძალა, ფაქტობრივად ფერფლიდან აღსდგეს, თუკი ამას სიტუაცია და საჭიროება მოითხოვს მისგან. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ხალხი არასოდეს უშინდება წარუმატებლობას და ყოველთვის მზადაა ხანგრძილი ლოდინისა და მოთმინებისთვის, რათა საბოლოოდ მაინც მიაღწიოს დასახულ მიზანს.

თხის რქა - სატურნი პლანეტა, რომელიც თხის რქის ზოდიაქოს ნიშანს მართავს, ასტროლოგებს მიჩნეული ჰყავთ დროის მმართველად. ამიტომ თხის რქები, როგორც წესი, გასაოცარი ამტანობითა და მოთმინების უნარით დააჯილდოვა კოსმოსმა. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს რეალურად გააჩნიათ უნარი, დაუღალავად იშრომონ საკუთარი ოცნებებისა და მიზნების სისრულეში მოსაყვანად. თხის რქა ჯიუტი და პრინციპულია, რაც საშუალებას აძლევს მას საკუთარი შრომის შედეგით, დიდი წინააღმდეგობისა და სირთულეების მიუხედავას საბოლოოდ მაინც დატკბეს.