და მისთვის მარტოობა ტანჯვასთან ასოცირდება. თუმცა, არსებობს ხალხი, ვინც პირიქით სიმშვიდესა და სიამოვნება ჰპოვებს მარტოობაში. ასეთი ადამიანების ამოცნობა კი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვითაა შესაძლებელი.
ქალწული - პედანტი, საოცრად მოწესრიგებული და ზედმეტად პრეტენზიული ადამიანი. ხშირად იტანჯება სოციოფობიით. ამიტომ სულერთი არ არის მისთვის ვის ეკონტაქტება. ადამიანები ხშირად ღლიან საკუთარი ქაოსურობით. შესაბამისად, ამჯობინებს მარტოობაში დარჩეს და საკუთარ თავთან სრული თანხმობა აქვს ამ დროს. არავინ აურევს მის დალაგებულ სახლს, არ გაუბურღავს ტვინს უაზრო შეკითხვებითა და კომენტარებით.
თხის რქა - სატურნი, რომელიც თხის რქის ზოდიაქოს მართავს მარტოობისა და იზოლაციის თემას განაგებს ასტროლოგიაში. ამიტომ თხის რქები, ძალიან მარტოსულები არიან ხოლმე. თუმცა, ამ თვისებით ისინი უფრო მეტად ამაყობენ ვიდრე იტანჯებიან. თხის რქას უყვარს სიმშვიდე და მდუმარება. ამიტომ მარტოობას ასეთი ადმიანი ხშირად თავადვე ირჩევენ მარტოობას შეგნებულად.
თევზები - ნეპტუნი, თევზების მმართველი პლანეტა პასუხს აგებს ყოველივე ირეალურსა და საიდუმლოებით მოცულზე. ის მართავს ადამიანის ქვეცნობიერს, სიზმრებსა და ილუზიებს. ამიტომ თევზების ნიშნით დაბადებულებს ყოველთვის გააჩნიათ საკუთარი სამყარო და ხშირად ამ სამყაროთი არიან გარემოცული. რაც თავის მხრივ ურთულებთ მათ გარშემო მყოფებთან ურთიერთობას. ზოგიერთი თევზი, თავადაც ნებაყოფლობით ირჩევს მარტოობას.