არ არსებობს აბსოლუტურად უიღბლო ან უბედური ადამიანი. თავად ასტროლოგიის ცოდნაც თავისუფალი არჩევანის თემას აღიარებს და რეალურად, ჩვენი ბედი დიდწილად ჩვენსავე ხელთაა. ყველაფერი კი ჩვენს გაცნობიერებულ არჩევანს ეფუძნება. ამიტომ გამუდმებით ზოდიაქოს ნიშანზე ან ვარსკვლავებზე საკუთარი უიღბლობის გადაბრალებას აზრი არ აქვს. თუმცა არსებობენ კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის ქალები, რომელთაც ხშირად ცხოვრების პირველ ნახევარში მაინც არ უმართლებთ ხოლმე სიყვარულში. ეს ყველაფერი კი მათი ზოდიაქოს ნიშნის მმართველ პლანეტას და შესაბამისად, არცთუ "ფემინურ" ხასიათს უნდა დავაბრალოთ, რაც თავისთავად აშინებთ ხოლმე მამაკაცებს...
ლომი - ამაყი, თავმოყვარე და ამბიციური ქალია. თუ მისი გულის მოგებას შეძლებთ - რაც საკმაოდ რთულია, ამ ქალის სახით საიმედო მეგობარს და თანამოაზრეს შეიძენთ. თუმცა, თუკი ქალი ლომის იმედები ვერ გაამართლეთ, ან უფრო უარესი, იგი მოკლევადინ გასართობად წარმოგიდგენიათ, მერწმუნეთ, ინანებთ ამას, თანაც არაერთგზის. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები დედოფლური ხასიათით გამოირჩევიან და ყოველთვის ახერხებენ თავის წინ დააჩოქონ სასურველი მამაკაცი. თუმცა ძალზე ხშირად უწევთ საკუთარი რომანების კრახით დასრულება, ზუსტად ამ დედოფლური და ამაყი ხასიათის გამო. მამაკაცებს ხშირად აშინებთ ლომი ქალის სიძლიერე.
მორიელი - ვნებიანი, ემოციური და ეჭვიანი ქალია. იგი ბუნებით მესაკუთრეა, ამიტომ "ისე რა" ურთიერთობებს ვერ ეგუება. თუ მისი ხართ, ბოლომდე მასთან უნდა იყოთ სულითა და ხორცით, თუ არადა, იგი თქვენი დაუძინებელი მტერი და კონკურენტი იქნება. ქალი მორიელი არაჩვეულებრივი საყვარელია, ამიტომ მამაკაცები მის დავიწყებას ვერასოდეს ახერხებენ. მას შეუძლია კაცის სისუსტეების ამოცნობა და მათით მანიპულირება, თანაც ისე, რომ გარეგნულად არაფერი შეემჩნევა. თუმცა ეჭვიანი და მესაკუთრე ბუნების გამო, ქალ მორიელს ხშირად აქვს ხოლმე პრობლემა პირადში. ამ ქალს არ შეუძლია სანახევრო ან ზედაპირული კავშირების გაბმა, შესაბამისად, მასთან რომანი ზოგიერთი მამაკაცისთვის "სულის ხუთვას" ემსგავსება.
მერწყული - ერთი შეხედვით მეგობრული, კომუნიკაბელური და ზედაპირული გეჩვენებათ? არ მოტყუვდეთ, ეს ყველაფერი ამ ქალის "ნიღაბია", რეალურად კი მისი ამ ხასიათის სიმსუბუქის უკან რკინის ნებისყოფა და საოცარი სიჯიუტე იმალება. ქალი მერწყული გასაოცარი პრინციპულობით გამოირჩევა, ამასთან ერთად, მას აქვს გასაოცარი ინტუიცია და როგორც წესი, ყოველთვის წინასწარ იცის მოვლენათა განვითარების სიუჟეტი. ამიტომ აზრი არა აქვს მის გადარწმუნებას რამეში. იგი გამჭოლ ხედავს ნებისმიერ მამაკაცს და ზუსტად იცის, მისი საქციელის რეალური მოტივები. მაგრამ ზუსტად ამ გამგებიანი ხასიათის გამო მამაკაცები მერწყულ ქალში უფრო ხშირად კარგ კომპანიონს ხედავენ, ვიდრე სასურველ და ერთადერთ ქალს, რომლის გულის მოსაგებად და შესანარჩუნებლად უნდა იბრძოლონ.