სხვადასხვა, ინდივიდუალური მიზეზის გამო. თუმცა ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ არიან კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი ქალბატონები, რომელთან ერთადაც მამაკაცისთვის ხანგრძლივი ვადით ერთჭერქვეშ ცხოვრება, ხშირად რთული და ზოგჯერ აბსოლუტურად აუტანელიც კია. ასეთი ქალები, როგორც წესი, მამაკაცური ენერგეტიკის სიჭარბით, დომინანტობის სურვილით და გადამეტებული პრინციპულობით გამოირჩევიან, რის ხარჯზეც ძლიერი სქესის წარმომადგენელი დროთა განმავლობაში ასეთი ქალის გვერდით, თავს უფუნქციოდ და არასაჭირო პერსონად მოიაზრებს... თუმცა არსებობს სხვა მიზეზებიც.
არაერთი ასტროლოგის კერძო პრაქტიკაში ვხვდებით ქალებს, რომელთაც წარმატებული კარიერა აქვთ, ვიზუალურად შესანიშნავად გამოიყურებიან, ჭკვიანებიც არიან და ზომიერად განათლებულებიც, მაგრამ პირად ცხოვრებაში გამუდმებით უჩივიან პრობლემებს... რაღა თქმა უნდა, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია, თუმცა კლასიფიკაცია მაინც შეიძლება შედგეს ასეთი ტიპის ქალბატონებს შორის კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშანი ლიდერობს და რატომ:
ვერძი - ამ ნიშნით დაბადებულებს შორის, საკმაოდ ხშირად ვხვდებით ქალებს, რომელთაც საშუალო ასაკამდე რამდენიმე წარუმატებელი რომანი აქვთ საკუთარ ანგარიშზე მოგროვილი. შესაძლოა ეს იყოს რამდენიმე ქორწინებაც. ვერძის პრობლემა, მისი ხასიათია - ხისტი, უტაქტო, ხშირად უკომპრომისო ვერძი ქალი მამაკაცისთვის ხანგრძლივი თანაცხოვრების მანძილზე აუტანელი შეიძლება გახდეს, მით უმეტეს თუ იგი საყვარელ ქალს მარტოოდენ ოჯახის დედისა და დიასახლისის როლზე "დააკავებს" და პროფესიული რეალიზაციის შანსებს მინიმუმამდე დაუყვანს.
კირჩხიბი
- მასთან ხანგრძლივი ურთიერთობა იმ ასპექტშია რთული, რომ კირჩხიბმა ზედმეტად იცის მამაკაცის "ამოჩემება". ამიტომ ქალი კირჩხიბების დიდ ნაწილს ურთიერთობა ერთი მიზეზით ენგრევა - მამაკაცს არ სურს გვერდით ჰყავდეს ქალი, რომელიც მისი "ოფიციალური დამკვირვებლის" სტატუსს იკავებს. არანაკლები პრობლემაა კირჩხიბის ეჭვიანობაც, რომელსაც იგი ხანგრძლივი გაბუტვით, ჭირვეულობითა და სხვადასხვა ტიპის დრამატული საქციელით გამოხატავს. ეს ყველაფერი კი მამაკაცს ძალიან ღლის და აიძულებს გაქცევით უშველოს თავს საბოლოოდ.
თხის რქა
- მისი ყველაზე დიდი მინუსი კარიერიზმი და ცივი ხასიათია. თხის რქა ბუნებით უზომოდ ერთგული და მომთმენი პარტნიორია, თუმცა მამაკაცებს მხოლოდ ამ თვისებით ვერ მოაწონებ თავს. სითბო და სინაზე, რაც ჭეშმარიტ მამრს სუსტი სქესის წარმომადგენლისგან ესაჭიროება, ხშირად თხის რქას ძალზე სუსტად აქვს გამოვლენილი ხასიათში. იგი მზრუნველი, ყურადღებიანი მეორე ნახევარი შეიძლება იყოს, მაგრამ თავს ვერასოდეს მოისულელებს და როცა მამაკაცს რამე სერიოზულად ეშლება აუცილებლად, საკმაოდ მკაცრი ტონით მისცემს შენიშნვას. თქმა არ უნდა, ასეთი მიდგომა ზოგჯერ იქნებ გამართლებულიც კია, მაგრამ მენტორული ტონით საუბარს არც ერთი თავმოყვარე მამრი არ აიტანს მუდმივ რეჟიმში. შესაბამისად, გასაკვირი არაა ის ფაქტი, რატომ გარბიან მამაკაცები თხის რქისგან.