ადამიანის სქესი ნამდვილად არ განაპირობებს. ხასიათის ამ მანკიერ თვისებაზე პასუხისმგებელია აღზრდა, გენეოლოგია, სოციალური ფონი და რაც მთავარია, ზოდიაქოს ნიშანი... როგორც ასტროლოგები ვარაუდობენ, მამაკაცებს შორის გაცილებით მეტი ეგოისტი და თავკერძა ადამიანი გვხვდება. იმიტომ რომ, სუსტი სქესის წარმომადგენლებს უფრო აქვთ განვითარებული თავგანწირვისა და მსხვერპლის გაღების ნიჭი. თუმცა, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მამაკაცები ერთმნიშვნელოვნად ყველანი ეგოისტები არიან. ძლიერი სქესის წარმომადგენლებს შორისაც არაერთ ღირსეულ ინდივიდს ვხვდებით. სამაგიეროდ, ისეთებიც ბლომად არიან, ვისაც საკუთარი ეგოიზმი როგორც წესი, სულაც არ მიაჩნია ნაკლოვანებად. უფრო მეტიც, ამ თვისებას იგი "თავისუფლების სიყვარულს" უწოდებს. მოდი, ვნახოთ ყველაზე დიდი ოდენობით რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ მამრებში გვხვდებიან ეგოისტები.
ვერძი – საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, ვერძები (ორივე სქესის) ეგოიზმის დიდი დონით გამოირჩევიან. თუმცა, მათი ხასიათის კიდევ ერთი თვისება ბავშვურობა და სიალალე ხშირად ხდება მიზეზი იმისა, რომ ვერძს ამ დანაშაულს პატიობენ გარშემო მყოფები. მამაკაცი ვერძი უმაღლესი დონის ეგოცენტრიკია. იგი ვერ იტანს შეზღუდვებს და ქორწინებაში მყოფიც კი თავს შინაგანად "თავისუფალ" მამაკაცად აღიქვამს. ამიტომ მეუღლის მხრიდან ნებისმიერ ზეწოლასა და მით უმეტეს მოთხოვნას კომპრომისისა და დათმობების შესახებ, ვერძი მძაფრი პროტესტის გრძნობით და აგრესიით ხვდება.
ტყუპი – ამ კაცის პრობლემა ცვალებადობა და მუდმივი სიახლეების ძიებაა ცხოვრებაში. ტყუპი ჰაერის ნიშანია. შესაბამისად, ზოდიაქო ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცს ყველაზე მეტად შეეფერება ეპითეტი "თავქარიანი". მას ძალიან არ უყვარს პასუხისმგებლობები და ყოველთვის ცდილობს თავი დაიძვრინოს ამა თუ იმ ვალდებულებისგან. ოჯახი ტყუპისთვის მისი ტრადიციული გაგებით, მოსაწყენი და ერთფეროვანი რუტინაა. ამიტომ იგი სინდისის ქენჯნის გარეშე ეძებს ხოლმე ძალზე ხშირად გასართობს და გულის გადასაყოლებელს.
მშვილდოსანი – მის ანგარიშზე, როგორც წესი, ათობით გულგატეხილი და იმედგაცრუებული ქალბატონი მოდის. კაცმა რომ თქვას, ბუნებით გულღია და ოპტიმისტ მშვილდოსანს ცუდი განზრახვა არც ერთი, მორიგი "ლოვ-სთორის" დაწყებისას არ გააჩნია. მაგრამ მას წრეგადასულად უყვარს საკუთარი თავისუფლება, სწორედ ეს ხდება მიზეზი იმისა, რომ უფრო სერიოზულ ურთიერთობებს ეს კაცი ცეცხლივით გაურბის და მზადაა ამისთვის "ეგოისტის" იარლიყიც ატაროს.