ალბათ ნებისმიერი ჩვენგანისთვის სხვადასხვაგვარია. ასტროლოგები თვლიან, რომ არსებობენ ადამიანები, ვინც წვრილმანებითაც კი ახერხებს გახარებას, ყოველთვის პოზიტიურად აზროვნებს, ნაკლებად იციკლება პრობლემებზე და ყოველთვის გააჩნია უკეთესი ხვალინდელი დღის იმედი.
ვერძი - ზოდიაქოს პირველი და ყველაზე მებრძოლი ნიშანი. ვერძს დაუღალავად სჯერა ბედნიერი მომავლის და რა სახის იმედის გაცრუებაც არ უნდა განიცადოს ფარხმალს არასოდეს დაყრის. ვერძს არ უყვარს წუწუნი საკუთარ პრობლემებზე და მით უმეტეს ვერასოდეს ნახავთ მას მთხოვნელის როლში. იგი მუდმივად ოპტიმისტურადაა განწყობილი და თავის ამ რწმენას სხვებსაც მონდომებით უზიარებს.
ტყუპი - ზოდიაქოს ნიშნით ტყუპი ერთი შეხედვით ზედაპირული, არასტაბილური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებენ ხოლმე. თუმცა, მიუხედავად ამ ზედაპირულობისა მათში საკმაოდ გონიერი, სხარტად მოაზროვნე და ჭკვიანი ადმიანი იმალება. ტყუპი ცოტათი ზედაპირულია, შესაბამისად, ცხოვრებასაც მარტივად უყურებს. ამიტომ ნაკლებად იშლის ნერვებს მსხვილმან-წვრილმანი პრობლემებით და მალევე ივიწყებს ნებისმიერ წყენას. აქედან გამომდინარე არიან ტყუპები ზოდიაქოს ნიშნებს შორის ერთერთი ყველაზე პოზიტიურები.
მშვილდოსანი - იუპიტერი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშნის მმართველად ითვლება, ასტროლოგებს ყველაზე მეტად უყვართ პლანეტებს შორის. იმიტომ რომ, მას ბედნიერება, წარმატება, კეთილდღეობა და სიყვარული მოაქვს. შესაბამისად, მშვილდოსანიც, რომელიც ამ პლანეტის მფარველობაშია საოცრად პოზიტიური, ქუდბედიანი, ქარიზმატული და ოპტიმისტია. იგი ყველას უყვარს ზუსტად ამ ხალისიანი ხასიათის გამო.