ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელსაც ბიზნესის ნიჭი აქვს

ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელსაც ბიზნესის ნიჭი აქვს

ზოგს თუ მაგალითად კულინარიის ნიჭი აქვს, ვიღაც შესაძლოა კომერციული შესაძლებლობებით დააჯილდოვა კოსმოსმა. ასტროლოგები ძალზე ხშირად მუშაობენ ფინანსურ გათვლებზე სპეციალურად ბიზნესმენებისთვის. იმიტომ რომ, აუცილებელია განისაზღვროს ამა თუ იმ კონკრეტული ინდივიდის პირადი რუკის მიხედვით ბიზნესის წამოწყებისა და განვითარებისთვის მომგებიანი წლები თუ პერიოდები. თუმცა, გარდა ამისა, აუცილებელია, იმის ცოდნაც რამდენად შეესაბამება კონკრეტულ პიროვნებას თავად ბიზნესის სფერო სამოღვაწეოდ. ასტროლოგები ამ მხრივ სამ ძირითად ზოდიაქოს ნიშანს გამოყოფენ:

ტყუპი - პლანეტა მერკური, რომელიც ტყუპის ზოდიაქოს მართავს, უძველესი მითოლოგიის მიხედვით ვაჭრობისა და კომერციის ღმერთთან - ჰერმესთან იყო გაიგივებული. ამიტომ მერკურიანელებს (ტყუპსა და ქალწულებს) თანდაყოლილი აქვთ კომერციის, ყიდვა-გაყიდვისა და რეკლამირების ნიჭი. ტყუპის ზოდიაქო ფულთან მიმართებაში სიძუნწით არ გამოირჩევა, თუმცა, ვერც ზედმეტად ხელგაშლილს დავარქმევთ ამ ხალხს. სამაგიეროდ, საკუთარი ენითა და დამაჯერებლად საუბრის მანერით ბიზნესპარტნიორების და კარგი დამფინანსებლების მოძიება ეხერხებათ. მათთვის ფინანსურად მომგებიანია საგამომცემლო საქმე.

ქალწული - მსოფლიო მილიარდელთა სიაში ამაოდ როდი იკავებს საპატიო ადგილს ზუსტად ეს ზოდიაქო. ქალწულს გამჭრიახი გონება და გასაოცარი შრომისუნარიანობა გააჩნია. ამიტომ იგი მზადაა იმუშაოს ფინანსური წარმატების მისაღწევად 24 საათი და კვირაში სრული 7 დღე. მას უმცირეს დეტალებში შეუძლია ნებისმიერი საქმის გათვლა და მოგების დაანგარიშება. საუკეთესო სფერო ბიზნესისთვის ქალწულის შემთხვევაში არის ფარმაცევტული ბიზნესი, სამედიცინო სფერო, საბანკო-საბიუჯეტო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

მორიელი - ამ ადამიანებს გასაოცარი უნარი გააჩნიათ, სხვისი ფულის როგორც საკუთარის მართვის. მორიელები ხშირად მდიდრდებიან საეჭვო გზით, იღებენ მემკვიდრეობას ან დაკავებული არიან არალეგალური, კონტრაბანდული ბიზნესით. ყველაფერ ამას მათთვის დამახასიათებელი ექსტრიმის სიყვარულიც განაპირობებს. ისეთი საქმიანობა, რომელიც რაიმე ტიპის ხიფათთან არ არის კავშირში მორიელისთვის აბსოლუტურად მოსაწყენია. საკმაოდ სოლიდურ კაპიტალს აგროვებენ მორიელები აზარტული თამაშების ბიზნესში, ასევე საბროკერო და სადაზღვევო საქმიანობის მეშვეობით. კარგია მათთვის აგრეთვე სალომბარდო ქსელის ქონა.