ხშირად განაპირობებს იმას, მცირედით კმაყოფილდება ადამიანი ცხოვრებაში თუ გამუდმებით დაეძებს რაღაც უფრო მეტს, აწუხებს ამბიციები და ვერასოდეს ეუფლება კმაყოფილება მიღწეულის გამო.
ოპტიმისტი, ჰუმანური, ლაღი და ცხოვრების საუკეთესო კუთხით მხედველი ზოდიაქოს ნიშნების საუკეთესო სამეული კი ასე გამოიყურება:
ვერძი - მისთვის ყველაზე დიდი სიამოვნება ბრძოლაა, ამიტომ ცხოვრებას ისე აღიქვამს, როგორც შეჯიბრს, გამოწვევას და მუდამ ცდილობს გაიტანოს გოლი. თუ ვერძს მიზანი გააჩნია, გააჩნია სტიმული და ბრძოლის ჟინი ის ყოველ ჯერზე, მარტივად წამოდგება ფეხზე გადატანილი წარუმატებლობის შემდეგ. ბავშვური ხასიათი, ინფანტილიზმი და მომავლის საოცარი რწმენა ეხმარება ამ ადამიანებს იმაში, რომ ხშირად მცირედითაც დაკმაყოფილდნენ და მუდმივად იქონიონ უკეთესი ხვალინდელი დღის იმედი.
მშვილდოსანი - ბედის ნებიერა, ქუდბედიანი და ხუმარაა. რომ არა იუმორის ამხელა დოზა, მშვილდოსანს რა ეშველებოდა? ეს ხალხი ყოველთვის ახერხებს იხუმროს ყველაფერზე, მათ შორის კი საკუთარ თავზე. ცუდი განწყობა მშვილდოსნისთვის წამიერია; მართალია, ზოგჯერ სევდაც დარევს ხოლმე ხელს, მაგრამ რეალურად, ძალზე მარტივად გამოდის დეპრესიული მდგომარეობიდან თუკი დაინახა, რომ თუნდაც ერთ ადამიანს მაინც სჭირდება გარშემო მისი სიყვარული და თანადგომა. მშვილდოსნებს დაუღალავად სჯერათ უკეთესის, ამიტომ მუდმივად მიიწევენ წინ და იშვიათად იხედებიან უკან წარსულისკენ, თუნდაც ეს წარსული შეცდომებით იყოს სავსე.
მერწყული - ჰუმანური, მომავლისკენ ორიენტირებული და კრეატიული ნიშანია. მისთვის მარტივია ყოველდღიური, ბანალური წვრილმანების დავიწყება რაიმე დიდი იდეის სანაცვლოდ. მერწყული უკონფლიქტოა, ეს თვისებაც აძლევს ძალას, რომ ოპტიმისტურად აღიქვას ადამიანები, მუდმივად დაინახოს მათში კარგი და ნაკლებად გაკიცხოს ისინი ცუდი თვისებების გამო. ამ ხალხს საოცარი მეგობრობა შეუძლია, ამიტომ თუკი არსებობს მეგობრული გარემო, ახალი იდეები და თემები, რომელიც მსჯელობას და ოცნებას მოითხოვს მერწყული ჭიქა ყავისა და სიგარეტის ამარაც ძალზე ბედნიერი იქნება ყოველთვის.