- "თანდაყოლილი ინტელექტი", რომელიც თავის თავში თვითნაბად სიბრძნესა და ერუდიციას გულისხმობს. ადამიანს შესაძლოა სულაც არ ჰქონდეს მიღებული განათლება სხვადასხვა ტიპის პრესტიჟულ სასწავლებლებში, მაგრამ იგი მაინც იყოს გონიერი, ჭკვიანი, ინტელექტუალური და საინტერესო. თურმე ნუ იტყვით და ზუსტად ამ თვითნაბადი ინტელექტის დონეზე მიუთითებს ჩვენი ზოდიაქოს ნიშანი. არსებობენ ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც განსაკუთრებული გონებრივი მონაცემები, კარგი ინტუიცია და გამჭრიახობა გააჩნიათ. დღეს ზუსტად ამ სამეულს წარმოგიდგენთ:
ტყუპი - პლანეტა მერკური, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს, განაპირობებს ტყუპის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებში გასაოცარ გამჭრიახობას, მიხვედრილობას და სწრაფი აზროვნების უნარს. ტყუპს ძალიან უყვართ საუბარი და შესაბამისად არასოდეს ელევათ სასაუბრო თემა თუნდაც დიდად არ იყონ გათვითცნობიერებული ამა თუ იმ სფეროში. მათთვის დამახასიათებელია თავდაჯერებულობა და თხრობის საინტერესო მანერა, რის ხარჯზეც ისინი საინტერესო მოსაუბრეები არიან.
ქალწული - მეორე ნიშანია, რომელსაც პლანეტა მერკური მართავს. თუმცა, მერკური ქალწულის შემთხვევაში თავს გაცილებით უფრო ინტენსიურად და ღრმად ავლენს. რაც ანალიტიკურ გონებაში, კვლევისა და გამოძიების ნიჭში ვლინდება. ქალწულები "უდიპლომო კრიმინალისტები" არიან, მათი უმეტესობისთვის არ არსებობს დაფარული საიდუმლო და დამალული ამბავი. ისინი გასაოცარი მიხვედრილობით გამოირჩევიან, აქვთ დეტალებში წვდომის ნიჭი, რის ხარჯზეც ყოველთვის იმსახურებენ საზოგადოებაში პატივისცემას როგორც ჭკვიანი ადამიანები.
მერწყული - გლობალურად მოაზროვნე, ცოტა ექსცენტრიკული ხალხის ზოდიაქოა. მერწყულს პლანეტა ურანი მართავს, რომელიც თავის მხრივ მიჩნეულია როგორც გენიოსების პლანეტა. ამიტომ მერწყულებს შორის თვითნასწავლ და საოცრად ნიჭიერ "უდიპლომო პროფესიონალებს" ვხვდებით ამა თუ იმ სფეროში. მერწყულები საინტერესო იდეებით არიან მუდამ სავსე და მზად არიან ეს იდეები სხვებსაც გაუზიარონ. მათთან საუბარი ყოველთვის საინტერესოა იმიტომ რომ ისინი მრავალმხრივები და ნიჭიერები არიან.