ნაკლია თუ ღირსება? ვიღაცას იქნებ "ვაზელინობა" ეამება და ტკბილი ტყუილი ურჩევნია მწარე, მაგრამ საჭირო სიმართლეს. მოკლედ, დღეს იმ ზოდიაქოს ნიშნებზე მოგიყვებით, რომელთაგანაც ყოველთვის მოისმენთ საკუთარ თავზე სიმართლეს. ზოგჯერ იქნებ მწარეს, მაგრამ დამეთანხმებით, საჭიროს და მნიშვნელოვანს.
ვერძი - თუ ამ ადამიანს რჩევას კითხავთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოთქვამს აზრს თქვენზე. ვერძები, როგორც წესი, სხვის საქმეში უცერემონიოდ არასოდეს "ეკვეხებიან". სამაგიეროდ, მზად იყავით შეულამაზებელი და ხისტი აზრის მოსასმენად.
მორიელი - როგორც წესი, მისგან რჩევის მიღება და მით უმეტეს, წახალისებაზე ფიქრი უტოპიური რამაა. მორიელი მხოლოდ მათზე ხარჯავს დროსა და ენერგიას, ვინც რეალურად უღირს რამედ. ამიტომ თუ თქვენ მისთვის ნეიტრალური პიროვნება ხართ, უბრალოდ და მარტივად დუმილით აგივლით გვერდს - "ჯანდაბამდე გზა გქონიათ". სამაგიეროდ, თუკი მისი გჯერათ, იგი ყოველთვის მოგცემთ ფასეულ რჩევას და შენიშვნებს. მოკლედ, თუ ბრიყვი გიწოდათ, იცოდეთ, ასეც არის, ხოლო თუ ის გითხრათ, რომ არც ისე ცუდი ხართ ე.ი. გენიოსი ხართ.
მშვილდოსანი - პირდაპირობა და საკუთარ ენაზე მუხრუჭების დაჭერის უუნარობა ალბათ მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთა ყველაზე დიდი ნაკლია. ამ ადამიანებს, როგორც წესი, არასოდეს ეხერხებათ საკუთარი გულწრფელი ემოციების დამალვა. შესაბამისად, მშვილოდსანი მაშინაც კი მოგცემთ რჩევას, თანაც დაჟინებით, თუკი თქვენ ამას არც კი ითხოვთ მისგან. იგი ყოველთვის შეულამაზებლად გადმოგილაგებთ სიმართლეს საკუთარ თავზე, თუმცა ამით თქვენთვის განა ცუდი უნდა, პირიქით - ნამდვილი მეგობრობა ხომ ის არის, მეგობარს დაეხმარო საკუთარი ნაკლის გამოსწორებაში. ჰოდა, ისიც გულითადად გეხმარებათ!