ზოდიაქოს სუპერმამები და სუპერდედები

ზოდიაქოს სუპერმამები და სუპერდედები

სწორი დამოკიდებულება ნებისმიერმა ჩვენგანმა გამოიმუშაოს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ამა თუ იმ ნიშნით დაბადებულ ხალხში შვილების ყოლის რეალური სურვილი და მზადყოფნა მეტ-ნაკლები დოზითაა გამოვლენილი. არსებობენ ნიშნები, რომელთაც ჩანასახშივე აქვთ გაცნობიერებული მშობლის ტვირთი და იდეალური დედები ან მამები დგებიან.

კირჩხიბი - ორივე სქესის კირჩხიბებს მძაფრად აქვთ გამოვლენილი ოჯახის ქონის ინსტინქტი. მათთვის ბავშვი უმთავრესი ფასეულობა ხდება, მეუღლის შემდეგ ცხოვრებაში. ხშირად კი იგი მეუღლესაც უსწრებს მნიშვნელობით და პრიორიტეტებით. კირჩხიბისთვის არ არსებობს ცნება "ჩემი შვილი, სხვისი შვილი" - იგი ნებისმიერ პატარასთან პოულობს საერთო ენას.

ქალწული - ხშირად არ ჩქარობს, რომ იყოლიოს ბავშვი, ამის მიზეზი კი მისი ზედმეტად განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობაა. თუმცა, თუ ეს გადაწყვეტილება მიიღო, უზომოდ ყურადღებიანი, მზრუნველი და მოსიყვარულე მშობელია. იგი შვილებისთვის ყველაფერ საუკეთესოს ირჩევს და ცდილობს, პატარებს არასოდეს მოაკლდეთ მისი ყურადღება.

მორიელი - მკაცრი, მაგრამ ყველაზე ერთგული და თავგანწირული მშობელია. იგი იშვიათად ანებივრებს შვილებს შექებით, ენის მოჩლექით ნათქვამი კომპლიმენტებითა და საჩუქრებით. თუმცა, არასოდეს გამოეპარება ბავშვის ნიჭი და მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ მისმა პატარამ საუკეთესო განათლება მიიღოს. მორიელი სპარტანული აღზრდის მომხრე მშობელია. თუმცა, დიდ ასაკში მისი შვილები მის მიმართ უზომოდ დიდ პატივისცემას და სიყვარულს გამოხატავენ.

ლომი - ლომის ზოდიაქო ჰოროსკოპის მეხუთე სახლს მართავს, რომელიც თავის მხრივ სხვა დანარჩენთან ერთად ბავშვების თემას შეესაბამება. ლომები სულით თავადაც ბავშვურები და ინფანტილურები არიან. ამიტომ პატარებს დედა ან მამა ლომი უზომოდ უყვართ. ის შეიძლება ფრიად დაკავებული და მოუცლელი მშობელიც იყოს, მაგრამ იმ ხალხის რიცხვშია, ვისაც შვილები მთელი სიცოცხლე ბაძავენ და აღმერთებენ.

თევზები - მისთვის არ არსებობს შვილის ცუდი თვისებები, მშობელი თევზი თავის პატარაში მხოლოდ დადებითს ხედავს და ყველაზე უნიჭო, შეუხედავი ან არაფრისმაქნისი შვილიც კი უზომოდ, მთელი გულით ეყვარება. ის იმ ადამიანთა რიცხვშია, ვინც 50 წლის ასაკშიც კი შვილს "ბაჭიას" და "ჩიტუნიას" ეძახის და ცდილობს, ყველანაირი მსხვილმან-წვრილმანი პრობლემებისგან დაიფაროს თავისი ნაშიერი.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?