ეს ბაცილა ადამიანებს ზომბებად გადააქცევს. იმის შემდეგ რაც ნარკოტიკი ”ფლაკა“ გავრცელდა, რომელიც მომხმარებელს აზროვნების უნარს უკარგავს და რამდენიმე საათის განმავლობაში ნერვიულ აშლილობას მართებს, ზომბი აპოკალიფსის შესახებ არსებული თეორია კიდევ უფრო გამყარდა, ხალხის შიშს კი საფუძველი მიეცა.
გთავაზობთ იმ ნიშნების ჩამონათვალს, რომლებიც ზომბი აპოკალიფსს უვნებლად გადაურჩებიან:
კირჩხიბი
საშიშ სიტუაციაში აღმოჩენილი კირჩხიბი შესაშურ წინდახედულობასა და სიფრთხილეს ავლენს. აქტიურდება მისი ინტუიციაც, რომელიც იშვიათად თუ უმტყუნებს. მართალია, ამ ნიშნით დაბადებულები ყოველდღიურობაში ბევრს წუწუნებენ და ბუზღუნებენ, მაგრამ კრიტიკულ მდგომარეობაში რადიკალურად იცვლებიან და უჩვეულო პოზიტიურობას ავლენენ - მათ სწამთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება. სწორედ ეს ოთხი კომპონენტი - რწმენა, სიფრთხილე, წინდახედულობა და ინტუიცია - მას გადარჩენაში დაეხმარება.
ლომი
ლომი, პირველ რიგში, საკუთარ თავზე ფიქრობს, ამიტომ სხვების დახმარების ნაცვლად, თავს უშველის. მას არ დააბრკოლებს მოხუცი მეზობლის გადარჩენის შინაგანი ვალდებულება. შეუძლია მანქანა ან მოტოციკლეტი მოიპაროს და ზომბებით სავსე ქალაქს განერიდოს, შემდეგ კი უსაფრთხო ადგილი იქამდე ეძებოს, სანამ არ იპოვის. ამასთან ერთად, ლომი ჭკვიანია და მრავალ გამოსავალს იპოვის გამოსავალი იპოვის ზომბებით სავსე შენობიდან გამოსაღწევად. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ყველა ხერხს იხმარს, რომ უვნებელი დარჩეს. ეგოიზმი და გამჭრიახობა მისი კოზირი აღმოჩნდება, თუ ოდესმე ადამიანები ზომბებად გადაიქცევიან.
ქალწული
ქალწული ბრწყინვალე მოაზროვნეა, მისი გათვლები უმეტესწილად ზუსტია. მას გეგმების შედგენა ეხერხება და წინასწარ ისიც იცის რა შედეგამდე მიიყვანს მომდევნო ნაბიჯი. დისციპლინა, გეგმიურობა, ლოგიკურობა, სხარტი აზროვნება და ცივი გონებით განსჯის უნარი - ეს თვისებები დაეხმარება გადარჩენაში.
მორიელი
თუ ზომბი აპოკალიფსის სიუჟეტის ფილმში განსაკუთრებით მამაცი ზოდიაქოს ნიშანი გინახავთ, რომელიც ნებისმიერ უცხო ადამიანს დახმარებაში ხელს უწვდენს, მაგრამ ამავდროულად, თითქმის არავის აძლევს მისი გადარჩენის საშუალებას, როცა გასაჭირშია - და ინარჩუნებს იდუმალებას ფილმის ბოლომდე, ყველა ვარიანტში მორიელია. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებში ფარული გმირი ცხოვრობს, რომელიც იმწუთასვე აღზევდება, როგორც კი პრობლემები წარმოიშობა. მორიელს შეუძლია იფიქროს საკუთარ თავზეც და სხვებზეც. სიკეთე, ადამიანებზე ზრუნვის სურვილი და სიმამაცე - ის თვისებებია, რომელიც მორიელს გადაარჩენს.
მერწყული
თუ მერწყულს ასობით ზომბი დაედევნება, ნაცვლად იმისა რომ პანიკას აჰყვეს და დანებდნეს, სირბილისას გამალებული იფიქრებს, როგორ შეიძლება თავიდან მოიშოროს ”ტვინიჭამიები.“ მან შეიძლება ყველაზე ბანალურ ან, ერთი შეხედვით, გამოუსადეგარ ნივთს ახალი დანიშნულება მოუძებნოს - ამოქოლოს კარი, აქციოს იარაღად, გაანადგუროს ზომბები და ა.შ.