ცეცხლის სტიქიის წარმომამადგენლები: ვერძები ლომები და მშვილდოსნები გამოირჩევიან. მათ მხარს ღირსეულად უბამს (მომენტებში უსწრებს კიდეც) მარსიანულ-პლუტონიანური ენერგეტიკით დამუხტული მორიელი. რომელიც ზოდიაქოს ნიშნებს შორის შეიძლება ითქვას, ყველაზე დიდი მესაკუთრეა. თუმცა მოდით მივყვეთ რიგითობით.
კურო
მიუხედავად მშვიდი ხასიათისა, ნებისმიერი კურო ბუნებით იშვიათი მესაკუთრეა. ამ ადამიანისთვის აუცილებელია, პარტნიორისგან სტაბილურობას და სიმყარეს გრძნობდეს, არამხოლოდ მატერიალურ-ფინანსური, არამედ ემოციური თვალსაზრისით. ამიტომ თუკი მან ერთხელ თავისად ჩაგთვალათ ან თავად მიეცით საბაბი, რომ ასე ეფიქრა, იგი ბეჯითად გაუფრთხილდება თავის მონაპოვარს ანუ თქვენ. ვინმეს ან რამეს ფლობა, ამ სიტყვის როგორც გადატანითი ისე პირდაპირი გაგებით, კუროს საკუთარი თავის რწმენას და სიმშვიდეს ჰმატებს. თუმცა, თუ მას ეჭვი შეეპარა თქვენს ერთგულებაში ან ჰორიზონტზე აბეზარი თაყვანისმცემლები ზედმეტად ხშირად დაკუნტრუშობენ, იგი ჯიუტად და რქებით შეეცდება თავისი "საკუთრების" დაცვას. გახსოვდეთ, კუროს ეჭვიანობა, იწყება სტაბილურობის გრძნობის რყევით.