ზოდიაქოს ნიშანი და ეჭვიანობა - ლომი

ზოდიაქოს ნიშანი და ეჭვიანობა - ლომი

განსაკუთრებული ეჭვიანობით ცეცხლის სტიქიის წარმომამადგენლები: ვერძები ლომები და მშვილდოსნები გამოირჩევიან. მათ მხარს ღირსეულად უბამს (მომენტებში უსწრებს კიდეც) მარსიანულ-პლუტონიანური ენერგეტიკით დამუხტული მორიელი . რომელიც ზოდიაქოს ნიშნებს შორის შეიძლება ითქვას, ყველაზე დიდი მესაკუთრეა. თუმცა მოდით მივყვეთ რიგითობით.

ლომი

ლომი ბუნებით ლიდერია და დაბადებიდან თავს მეფედ ან დედოფლად აღიქვამს. არ აქვს მნიშვნელობა, ბუნებამ რამდენად მიმზიდველი გარეგნობით ან ნიჭით დააჯილდოვა. ნებისმიერ ლომს მიაჩნია, რომ სწორედ ის არის "სამყაროს ჭიპი" და გარშემო მყოფებმა, ულაპარაკოდ უნდა სცენ თაყვანი მის დიდადპატივცემულ პიროვნებას. ლომები ყველაზე მეტად კონკურენციას ვერ იტანენ – მზე ხომ ერთია ცის კაბადონზე? აქედან გამომდინარე, ან თქვენ გახდებით პლანეტა, რომელიც ლომის მზის სისტემაში შედის, ან თავად იგი გადაბარგდება სასწრაფოდ იქ, სადაც მისი ერთადერთობა ეჭვგარეშე იქნება.

ნებისმიერი ლომი, დაუღალავად ცდილობს მონახოს ისეთი საზოგადოება ან კონკრეტული ადამიანი, რომლის მეშვეობითაც საკუთარი თავის უნიკუმად აღქმა შეეძლება. იმ შემთხვევაში კი თუ ლომმა თავი საყვარელი ადამიანის ცხოვრებაში, მეორეხარისხოვან პერსონად ჩათვალა, იგი დაუყოვნებლივ გაწყვეტს ამგვარ კავშირს და უკანმოუხედავად წავა უკეთესი "სამეფოს" საპოვნელად. ლომის ეჭვიანობა იწყება იმაზე ფიქრით, რომ იგი კარგავს დომინანტის როლს ურთიერთობაში.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?