ზოდიაქოს ნიშანი და ეჭვიანობა - მერწყული

ზოდიაქოს ნიშანი და ეჭვიანობა - მერწყული

, განსაკუთრებული ეჭვიანობით ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები: ვერძები ლომები და მშვილდოსნები გამოირჩევიან. მათ მხარს ღირსეულად უბამს (მომენტებში უსწრებს კიდეც) მარსიანულ-პლუტონიანური ენერგეტიკით დამუხტული მორიელი , რომელიც ზოდიაქოს ნიშნებს შორის შეიძლება ითქვას, ყველაზე დიდი მესაკუთრეა. თუმცა, მოდით მივყვეთ რიგითობით.

მერწყული

მერწყული ისევე როგორც მისი ორი "კოლეგა" ჰაერის სტიქიის წარმომადგენელი – ტყუპი და სასწორი, დემოკრატიული ხედვის მქონე და ნაკლებად ეჭვიანი ადამიანების რიცხვს განეკუთვნება. ნებისმიერი მერწყულისთვის მთავარი ურთიერთობაში არის მეგობრული დამოკიდებულება პარტნიორთან, საერთო ინტერესები და მისწრაფებები. აქედან გამომდინარე, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ქალებიც და მამაკაცებიც, საკმაოდ ლიბერალური ქმრები და ცოლები არიან. მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს პარტნიორთან ხანგრძლივი დაშორებაც საქმის ან უბრალოდ მეგობრებთან ერთობლივი მოგზაურობის გამო. ოღონდ ეს იმ შემთხვევაში, თუკი მერწყულს მეწყვილე რეალურად არანაირ საბაბს არ აძლევს საეჭვიანოდ. თუმცა თუკი ამ უკანასკნელმა მაინც მოინდომა და ჰაერის სტიქიის ამ დემოკრატ წარმომადგენელს მასში დაეჭვების უფლება მისცა, იგი დიდხანს არ იმკითხავებს და ურთიერთობას საკმაოდ მოკლე ვადაში დაუსვამს წერტილს. ნუ დაგვავიწყდება მერწყულს, პლანეტა ურანი მართავას, ურანი კი არაპროგნოზირებადობით განთქმული პლანეტაა. საქმე იმაშია, რომ ნებისმიერი მერწყული აფასებს როგორც საკუთარ, ისე სხვის თავისუფლებას. თუმცა მას ასევე გააჩნია შინაგანი წესრიგის გრძნობა, რაზეც არის კიდეც დაფუძნებული მისი ფსიქოლოგიური მდგრადობა. აქედან გამომდინარე, როცა იგი პარტნიორს თავისუფლად ქმედების უფლებას აძლევს, შინაგანად მასში დარწმუნებულიც უნდა იყოს. თუ ეს ასე არ არის, ურთიერთობა უბრალოდ მთავრდება. მერწყულის ეჭვიანობა იწყება იქ, სადაც იკარგება ნდობა.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?