, განსაკუთრებული ეჭვიანობით ცეცხლის სტიქიის წარმომამადგენლები: ვერძები ლომები და მშვილდოსნები გამოირჩევიან. მათ მხარს ღირსეულად უბამს (მომენტებში უსწრებს კიდეც) მარსიანულ-პლუტონიანური ენერგეტიკით დამუხტული მორიელი , რომელიც ზოდიაქოს ნიშნებს შორის შეიძლება ითქვას, ყველაზე დიდი მესაკუთრეა. თუმცა, მოდით მივყვეთ რიგითობით.
მორიელი
მორიელები საკუთარი ბუნებიდან გამომდინარე, ლამის დაბადებიდანვე ეჭვიანები არიან. ამიტომ მათში ნდობის გამოწვევა გაცილებით უფრო რთულია ვიდრე ეჭვიანობის. ამასთან ერთად, ბევრი მათგანი ხშირად აბსოლუტურად უმიზეზოდაც კი შეიძლება ეჭვიანობდეს ვინმეზე, რამეზე ან ზოგადად სიტუაციაზე. თუკი მისი მომიჯნავე ნიშანი – სასწორი ჰარმონიაში გრძნობს თავს კომფორტულად, მორიელისთვის კომფორტი მუდმივი დუღილის ტემპერატურა და წინააღმდეგობებია. ამიტომ ამ ხალხის თანაცხოვრება და ურთიერთობა პარტნიორთან ხშირად ომს უფრო წააგავს (ხან ცივს, ხანაც ატომურს) ვიდრე ჭეშმარიტ ოჯახურ იდილიას. პირად ცხოვრებაში ნებისმიერი მორიელი, სიყვარულის ობიექტთან ენერგიის მუდმივ და ინტენსიურ ცვლაზეა ორიენტირებული. ამიტომ ხშირად იგი თავად ეძებს მიზეზს აყალმაყალის დასწყებად, როცა სიმშვიდე და რუტინული ყოველდღიურობა ბეზრდება. სწორედ დაძაბულობა და კონფლიქტი აძლევს მორიელს იმის საშუალებას, რომ მორიგი "ენერგეტიკული დოპინგი" მიიღოს პარტნიორთან ურთიერთობის საშუალებით. ამასთან ერთად, მორიელები იშვიათი მესაკუთრეები არიან, რის გამოც ხშირად საყვარელ ადამიანს როგორც ომში მოპოვებულ ნადავლს ისე აღიქვამენ და ირიბი ეჭვიც კი ღალატზე მათში შურისძიების მხურვალე კოცონს აღვივებს. მორიელის ეჭვიანობა იწყება მოთხოვნილებით ბოლომდე აკონტროლებდეს და ფლობდეს სიტუაციას (პარტნიორს).