ზოდიაქოს ნიშანი და ეჭვიანობა - მშვილდოსანი

ზოდიაქოს ნიშანი და ეჭვიანობა - მშვილდოსანი

, განსაკუთრებული ეჭვიანობით ცეცხლის სტიქიის წარმომამადგენლები: ვერძები ლომები და მშვილდოსნები გამოირჩევიან. მათ მხარს ღირსეულად უბამს (მომენტებში უსწრებს კიდეც) მარსიანულ-პლუტონიანური ენერგეტიკით დამუხტული მორიელი , რომელიც ზოდიაქოს ნიშნებს შორის შეიძლება ითქვას, ყველაზე დიდი მესაკუთრეა. თუმცა, მოდით მივყვეთ რიგითობით.

მშვილდოსანი

მშვილდოსნების უმრავლესობა უზომოდ პატივმოყვარეა. ამიტომ ეს ხალხი ყოველთვის ცდილობს, სხვების თვალში საკუთარი თავი რაც შეიძლება კარგად წარმოაჩინოს და ყურადღების ცენტრში ხშირად მოექცეს. ამასთან ერთად, მშვილდოსანი აღმერთებს მფარველობა გაუწიოს მისთვის საყვარელ პიროვნებას (ან პიროვნებებს), ოღონდ იმ პირობით რომ ეს უკანასკნელი მის ღვაწლს ხმამაღლა აღიარებს და დააფასებს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რატომ აღიზიანებთ მათ მცირეოდენი უყურადღებობა და უპატივცემულობაც კი ინტერესის ობიექტის მხრიდან. ნუ დაგვავიწყდება, მშვილდოსანი ცეცხლის სტიქიას განეკუთვნება, ამიტომ მეტოქის არსებობას ნებისმიერი მათგანი მძაფრი ემოციებით და ხმაურიანი გარჩევებით ხვდება. თუმცა გამომდინარე იქედან, რომ იუპიტერის შვილები (მშვილდოსანს იუპიტერი მართავს) მეწვრილმანეობით ნაკლებად გამოირჩევიან, თუ მშვილდოსანი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ საყვარელი ადამიანის გულში მისი ადგილი აღარ დარჩა, იგი არაფრის დიდებით არ შეეცდება საკუთარი პერსონის იქ "ჩაკვეხებას". თუმცა იმ შემთხვევაში თუ სიყვარულის ობიექტმა მას გული უშუალოდ ღალატის ფაქტით ატკინა, ეს დასასრულის დასაწყისი იქნება და მშვილდოსანი სამუდამოდ ამოშლის მოღალატეს თავისი ცხოვრებიდან. მშვილდოსნის ეჭვიანობა იწყება იქ, სადაც ილახება მისი თავმოყვარეობა.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?