განსაკუთრებული ეჭვიანობით ცეცხლის სტიქიის წარმომამადგენლები: ვერძები ლომები და მშვილდოსნები გამოირჩევიან. მათ მხარს ღირსეულად უბამს (მომენტებში უსწრებს კიდეც) მარსიანულ-პლუტონიანური ენერგეტიკით დამუხტული მორიელი , რომელიც ზოდიაქოს ნიშნებს შორის შეიძლება ითქვას, ყველაზე დიდი მესაკუთრეა. თუმცა, მოდით მივყვეთ რიგითობით.
ქალწული
ქალწულისთვის, ისევე როგორც ნებისმიერი მიწის სტიქიის წარმომადგენლისთვის ცხოვრებაში უმთავრესია სტაბილურობა. ამ პრინციპს იგი პირად ურთიერთობაშიც უცვლელად მიჰყვება. ამიტომაც ეძებს ისეთ ადამიანს, ვისაც ენდობა და ემოციურად კომფორტულად იქნება მასთან. ზოგადად, ქალწულები განსაკუთრებით ეჭვიანთა რიცხვს არ განეკუთვნებიან. სამაგიეროდ, იშვიათი მესაკუთრეები არიან. ამიტომ თუ თქვენ ქალწულს იმის საბაბს მისცემთ რომ ეჭვი შეეპაროს თქვენში, იგი აუტანლად კაპრიზული და პრეტენზიული გახდება. ამასთან ერთად არც ის გაუჭირდება დეტალურად გადაამოწმოს თქვენი ნებისმიერი ნაბიჯი. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ქალწულს ანალიტიკური გონება და გამომძიებლის ინსტინქტები გააჩნია (ლეგენდარული აგატა კრისტი გაიხსენეთ სხვა თუ არაფერი). ამიტომ თუ მისი ნდობა ერთხელ შელახეთ, იგი თქვენ მიმართ შესაძლოა შესამჩნევად გაცივდეს. რაც ნამდვილად არ წაადგება თქვენს ურთიერთობას. ქალწულის ეჭვიანობა, იწყება მაშინ, როცა იგი აღმოაჩენს საკუთარი რესურსის (ამ შემთხვევაში თქვენ მიმართ გამოხატული ზრუნვა, ყურადღება) არამიზნობრივად ხარჯვის ტენდენციას.