ზოდიაქოს ნიშანი და ეჭვიანობა - სასწორი

ზოდიაქოს ნიშანი და ეჭვიანობა - სასწორი

ასტროლოგებს მიაჩნიათ , განსაკუთრებული ეჭვიანობით ცეცხლის სტიქიის წარმომამადგენლები: ვერძები ლომები და მშვილდოსნები გამოირჩევიან. მათ მხარს ღირსეულად უბამს (მომენტებში უსწრებს კიდეც) მარსიანულ-პლუტონიანური ენერგეტიკით დამუხტული მორიელი, რომელიც ზოდიაქოს ნიშნებს შორის შეიძლება ითქვას, ყველაზე დიდი მესაკუთრეა. თუმცა, მოდით მივყვეთ რიგითობით.

სასწორი

სასწორი ისევე როგორც ნებისმიერი ჰაერის სტიქიის ნიშანი, ბუნებით დემოკრატიული და ლოიალური ნატურაა. თუმცა პირად ურთიერთობაში მათი დემოკრატიულობა კონკრეტულ, მკაცრად გათვლილი ჩარჩოებში ჯდება. სასწორი ზოგადად „პარტნიორობის სახლის“ მმართველია, ამიტომ ამ ადამიანისთვის მეორე ნახევარის შერჩევის საკითხი უმნიშვნელოვანესი თემაა. სასწორისთვის პარტნიორი არც მეტი არც ნაკლები, მთავარ საყრდენ-მამოძრავებელ წერტილად მოიაზრება ცხოვრებაში. ხშირად იგი საკუთარი თავის იდენტიფიცირებას მეუღლის მეშვეობით ახდენს. ამიტომ მეტოქის გამოჩენას ჰორიზონტზე, სასწორის ცხოვრებაში და სულში ენით აუღწერელი ქაოსი და დისჰარმონია შეაქვს. მოგეხსენებათ სასწორს მხოლოდ ორი პინა გააჩნია, ამიტომ „მესამე ზედმეტიას“ პრინციპი ზუსტად მათზეა მორგებული. ამასთან ერთად, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმოამდგენლები ხანგრძლივად კონფლიქტურ ან დაძაბულ სიტუაციაში ცხოვრებას ვერ იტანენ. შესაბამისად, ხშირად ბრძოლის გარეშე და ღირსეული დუმილით ტოვებენ ყოფილ მეუღლეს. სასწორის ეჭვიანობა იწყება იქ, სადაც მისი ემოციური ჰარმონია იწყებს რღვევას.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?