, განსაკუთრებული ეჭვიანობით ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები: ვერძები, ლომები და მშვილდოსნები გამოირჩევიან. მათ მხარს ღირსეულად უბამს (მომენტებში უსწრებს კიდეც) მარსიანულ-პლუტონიანური ენერგეტიკით დამუხტული მორიელი , რომელიც ზოდიაქოს ნიშნებს შორის შეიძლება ითქვას, ყველაზე დიდი მესაკუთრეა. თუმცა, მოდით მივყვეთ რიგითობით.
თევზები
თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები, ნაკლებად განეკუთვნებიან ეჭვიანთა რიცხვს. ეს იმიტომ, რომ მმართველი პლანეტა ნეპტუნის წყალობით თევზები დაჯილდოვებულნი არიან ფსიქოლოგიური უკიდურესობების ნიველირების ნიჭით. რაც იმაში მდგომარეობს, რომ მათ აქვთ უნარი მოუსმინონ, გაუგონ და აპატიონ ადამიანებს. აქედან გამომდინარე, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ძალა შესწევთ პარტნიორს ბევრი ისეთი საქციელი აპატიონ, რაც სხვისთვის აბსოლუტურად მიუღებელი იქნება. თუმცაღა, ნუ დაგვავიწყდება ის ფაქტიც, რომ თევზების თანამმართველად პლანეტა იუპიტერი ითვლება, ამიტომ თუ კონკრეტული ინდივიდის პირად რუკაში იუპიტერი დისჰარმონიულია, ეს მის ხასიათში პატივმოყვარეობას გაამძაფრებს, რამაც შესაძლოა ეჭვიანობის ნიადაგზე პროვოცირებული კონფლიქტების ალბათობა წარმოშვას. თევზების ეჭვიანობა იწყება სურვილით შეინარჩუნოს საკუთარი მიკროსამყაროს და ფსიქოლოგიური მდგრადობის სიმრთელე.