განსაკუთრებული ეჭვიანობით ცეცხლის სტიქიის წარმომამადგენლები: ვერძები ლომები და მშვილდოსნები გამოირჩევიან. მათ მხარს ღირსეულად უბამს (თუ ხანდახან არ უსწრებს კიდეც) მარსიანულ-პლუტონიანური ენერგეტიკით დამუხტული მორიელი , რომელიც ზოდიაქოს ნიშნებს შორის შეიძლება ითქვას, ყველაზე დიდი მესაკუთრეა. თუმცა, მოდი, მივყვეთ რიგითობით.
ვერძი
ვერძები დაბადებიდან სამყაროს ცენტრად აღიქვამენ თავს. ამიტომ, პარტნიორისგან უპირობო ერთგულებას ელიან. ტიპური ვერძი – ლიდერია! შესაბამისად. იგი ერთ გემზე ორი კაპიტნის არსებობას არასოდეს შეეგუება. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები პოტენციური მეტოქის არსებობასაც კი გააფთრებამდე მიჰყავს. ამიტომ, ისინი მანამდე იწყებენ საკუთარი "ტერიტორიის" დაცვას, სანამ ეს ზემოთ ხსენებული მეტოქე (რომელიც შესაძლოა მათი პარტნიორის თანამშრომელია მხოლოდ და სხვა არაფერი) კონკრეტულ ქმედებებზე გადავა. ნებისმიერი ვერძის ეჭვიანობა ხომ, მისი ლიდერობის ხელყოფის მცდელობიდან იწყება. ამიტომ, თუ ვერძი ურთიერთობაში მთავარი ფიგურა აღარაა, ან თავს ასეთად არ თვლის, მას შეუძლია სიცოცხლე მოგიწამლოთ ეჭვიანობის სცენებით.