საკუთარი საცხოვრებელი მაქსიმალურად კომფორტულად მოაწყოს. ხშირად ამისთვის საჭირო ხდება მომაბეზრებელი და საკმაოდ დამღლელი პროცედურის ჩატარება, რომელსაც სახელად რემონტი ჰქვია. ზოდიაქოს ნიშნებს კი სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება აქვთ რემონტის პროცესთან.
სასწორი და რემონტი
სასწორისთვის რემონტის გაკეთება ნამდვილი ჯოჯოხეთია. ეს იმიტომ, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ხასიათის გასაოცარი მერყეობით გამოირჩევიან. ხოლო რემონტის პროცესში ხომ წარმოგიდგენიათ რამდენი რამე ექნება სასწორს ასარჩევი. ჯერ მარტო კარის სახელურები და როზეტები იმდენგვარი სტილისა და დიზაინისაა, როგორ გინდა აარჩიო მათგან საუკეთესო. ამიტომ შესაძლებელია, სასწორმა საათები გაატაროს ამა თუ იმ მაღაზიაში, რომელიც სარემონტო მასალებით ვაჭრობს და საბოლოო ჯამში ხელცარიელი დაბრუნდეს უკან სახლში. ყველაფერი ამის შემდეგ იმ მაღაზიის კონსულტანტები ალბათ დიდი ხნის მანძილზე აღარ მიუახლოვდებიან მაღაზიაში შესულ პოტენციურ მყიდველს კითხვით - "შემიძლია რამეში დაგეხმაროთ?" ვაი და ისიც სასწორი აღმოჩნდეს?
ამასობაში სასწორი გადაწყვეტს, რომ აჯობებს, რემონტის საკითხი დიზაინერს ჩააბაროს მთლიანად. იქნებ ამ უკანასკნელმა თავად მოაგვაროს სასწორისთვის ესოდენ საჭირბოროტო არჩევანის საკითხი. თუმცა, ეს დიზაინერიც სასწორის გულის გასახეთქად შეხვედრაზე მოდის ალბომით, რომელიც სავსეა ფოტოებით, საიდანაც სასწორს ისევ და ისევ არჩევანის თემა ელოდება წინ. ამ ისტორიის ბოლო კი შეიძლება ერთობ სახალისო იყოს - სასწორი გადაწყვეტს რემონტის ფულით რომელიმე თბილ კურორტზე გაემგზავროს დასასვენებლად.