რომ საკუთარი საცხოვრებელი მაქსიმალურად კომფორტულად მოაწყოს. ხშირად ამისთვის საჭირო ხდება მომაბეზრებელი და საკმაოდ დამღლელი პროცედურის ჩატარება, რომელსაც სახელად რემონტი ჰქვია. ზოდიაქოს ნიშნებს კი სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება აქვთ რემონტის პროცესთან.
თხის რქა და რემონტი
თხის რქა რემონტს საფუძვლიანად აკეთებს. პირველად ხარჯთაღრიცხვას აკეთებს, შემდეგ ამრავლებს ორზე და ამის მერე იწყებს თანხის შეგროვებას. მხოლოდ ამის შემდეგ მიდის სამშენებლო მასალების მაღაზიაში, სწორედ აქ იწყება მისი თავგადასავლები. თავიდან გაყიდვების მენეჯერს ეცინება მის ახირებებზე, რადგან თხის რქა ითხოვს თითქმის არარსებულს, ცოტა ხნის შემდეგ იგივე მენეჯერს უკვე ემჩნევა გაღიზიანება, 1-2 საათის მერე ის დაჩოქილი უმტკიცებს, რომ ის არარსებულს ითხოვს, მაგრამ თხის რქამ იცის რაც უნდა და "რქებით აწვება", შედეგად დღის ბოლოს მაინც თავისას აღწევს. კმაყოფილი თხის რქა სახლში ბრუნდება, სადაც მას უზრუნველი მშენებლები ელოდებიან, ისინი არც კი ეჭვობენ რა თავგადასავლები ელოდებათ წინ.