რომ საკუთარი საცხოვრებელი მაქსიმალურად კომფორტულად მოაწყობს. ხშირად ამისთვის საჭირო ხდება მომაბეზრებელი და საკმაოდ დამღლელი პროცედურის ჩატარება, რომელსაც სახელად რემონტი ჰქვია. ზოდიაქოს ნიშნებს კი სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება აქვთ რემონტის პროცესთან.
ტყუპი და რემონტი
ტყუპი რემონტს სპონტანურად აკეთებს, მას შეუძლია სამზარეულო მთლიანად გადააკეთოს მხოლოდ იმიტომ, რომ მაცივრის მაგნიტის ფერს შეუსაბამოს, ან ახალი ჭაღის გამო შეცვალოს მთელი შპალერი. პრობლემა იმაშია, რომ ტყუპს არ შეუძლია ფულის შეგროვება, ამიტომ სრული რემონტის გაკეთებას ვერ ახერხებს. თუმცა, ეს ხელს არ უშლის ბინაში რაღაცები შეცვალოს, რომელიც ხშირად ძალიან ეკლეკტიკურია, ანუ იქ შეიძლება ნახოთ სუპერთანამედროვე აივანი და ძველი, ხრუშჩოვისდროინდელი სამზარეულო, ან ძველი გაზეთებით დამშვენებული კედლები.