ზოდიაქოს ნიშანი და შესაფერისი ავტომობილი

ზოდიაქოს ნიშანი და შესაფერისი ავტომობილი

როგორი სახის ავტომობილი იზიდავთ ამა თუ იმ ნიშნის წარმომადგენლებს.

ვერძი – ვერძების დიდი ნაწილი აღმერთებს საჭესთან ჯდომას და ტარებას, როგორც წესი ადრეული ასაკიდან სწავლობს. იგი ავტომობილს "საკუთარ მექანიკურ დანამატად" აღიქვამს და შესანიშნავად გრძნობს მას. თუმცა, საშინლად უყვარს სიჩქარე და რისკი, რის გამოც ხშირად ექმნება პრობლემები სამართალდამცავებთან. ვერძისთვის შესაფერის ავტომობილად ასტროლოგები "ფერარის" მიიჩნევენ.

კურო – სტაბილური და ზოდიაქოს ყველაზე დიდი მესაკუთრე კურო, მანქანის გარეგნულ იერზე მეტად მისი ფუნქციონალური მაჩვენებლებით და კომფორტულობით ინტერესდება. კურო ხომ ყველგან მყუდროდ უნდა გრძნობდეს თავს, მათ შორის ავტომობილშიც. ამიტომ მისთვის ყველაზე შესაფერისი "ვოლვოს" ტიპის მოდელია.

ტყუპი – ტყუპი და ავტომობილი ძალიან მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. იმიტომ რომ ასტროლოგიურად ტყუპის სამფლობელო მესამე სახლი – გადაადგილებასთან, მოძრაობასთან ასოცირდება. ტყუპისთვის მანქანა პირველ რიგში საუკეთესო "მუშა ცხენია" , ამიტომ იგი ყოველთვის ანიჭებს უპირატესობას ტექნიკურად მარტივად სამართავ მოდელს. მაგალითად, "მაზდას", რომელიც პარკირების მხრივაც უპრობლემოა.

კირჩხიბი – ბუნებით ფრთხილი, წინდახედული და დაკვირვებული კირჩხიბისთვის ავტომობილი პირველ რიგში უსაფრთხოების მაქსიმალური სისტემით უნდა იყოს აღჭურვილი. ამასთან ერთად, ვიზუალურად არცთუ ზედმეტად თვალშისაცემი, მაგრამ სოლიდური იმიჯი უნდა ჰქონდეს მათთვის სასურველ მანქანას. ამიტომ კირჩხიბისთვის ყველაზე შესაფერისი ავტომობილი ასტროლოგების აზრით "ფოლკსვაგენია".

ლომი – ეპატაჟური, ამაყი და თავმოყვარე ლომისთვის მანქანა ისევე როგორც კარგი სამოსი, აქსესუარი და სიმპათიური მეწყვილე, პირველ რიგში საზოგადოებაში თავის მოწონების საშუალებაა, ამიტომ ლომი შესაფერის მოდელს დიდი ყურადღებით არჩევს. მისთვის აუცილებელია მასშტაბურობა და მაქსიმალური კომფორტი სალონში. გარდა ამისა, ავტომობილი ვიზუალურადაც მდიდრულად უნდა გამოიყურებოდეს. შესაბამისად, ლომისთვის საუკეთესო ვარიანტად ასტროლოგებმა "კადილაკი" მიიჩნიეს.

ქალწული – რაციონალური, დაკვირვებული და პრაგმატულად მოაზროვნე ქალწულისთვის, ავტომობილი პირველ რიგში კომფორტის შემადგენელი ნაწილია. ამიტომ ქალწულები ავტომობილის შეძენისას მისი ტექნიკური მახასიათებლებით უფრო ინტერესდებიან, ვიდრე ვიზუალური იმიჯით. ასტროლოგების აზრით, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ყველაზე მეტად "ჰონდა" ტიპის მოდელი შეეფერება.

სასწორი – სასწორი, მომიჯნავე ნიშნის ქალწულისგან განსხვავებით ვიზუალური ეფექტების და დახვეწილობის მოტრფიალეა. ამიტომ ეს ადამიანები სასურველი ავტომობილის მოდელს ბავშვური აჟიოტაჟით არჩევენ, ისევე როგორც პატარაობისას სათამაშოს. ბევრი მათგანი კი, მისი ყიდვის შემდეგ ავტომობილს რაიმე სახის მოფერებითი მეტსახელითაც შეამკობს. ამიტომ ასტროლოგთა აზრით, სასწორს ყველაზე მეტად "გოლფის" ტიპის მოდელი შეეფერება.

მორიელი – მორიელი ბუნებით ძალაუფლებისმოყვარე და ამბიციური ნიშანია. ამიტომ ავტომობილის შერჩევისას უპირველეს ყოვლისა ხელმძღვნელობს პრინციპით: "მტრებო, გულზე გასკდით!" (მტრები კი ნებისმიერ საშუალოსტატისტიკურ მორიელსაც კი საკმარისზე მეტი ჰყავს). ასტროლოგები მორიელებს საკუთარი "ეგოს" დასაკმაყოფილებლად "პორშეს" ტიპის მოდელის შეძენას სთავაზობენ. რომლის ფერიც ან შავი (პერლამუტრი) ანაც მეწამული წითელი უდნა იყოს.

მშვილდოსანი – მშვილდოსანი თავისი ბუნებით მოხეტიალე და ქრონიკული მაწანწალაა. ამიტომ ავტომობილი მისთვის ისეთივე ორგანული რამაა როგორც ხელი, ფეხი ან ცხვირი. თუმცა მანქანის კომფორტულობაზე და ვიზუალურ იმიჯზე მეტად, მშვილდოსანი ავტომობილის ტევადობის საკითხით ინტერესდება. იგი ყოველთვის დიდ, გრანდიოზულ მოდელებს არჩევს, საიმისოდ, რომ ტყე-ღრეში უპრობლემოდ ატაროს ლაშქრობებზე საკუთარი მრავალათასიანი სამეგობრო. ამიტომ მშვილდოსნისთვის ყველაზე შესაფერის მოდელად ასტროლოგები "ლენდ-როვერის" ტიპის ავტომობილს მიიჩნევენ.

თხის რქა – სოლიდური, პრესტიჟისა და კარგი რეპუტაციის მოყვარული თხის რქისთვის, ავტომობილი ერთ-ერთ უმთავრეს სიმბოლოს წარმოადგენს საკუთარი სოციალური სტატუსის ხაზგასასმელად საზოგადოებაში. ამასთან ერთად, თხის რქისთვის მნიშვნელოვანია როგორც ზომა (სასურველია დიდი ზომის მანქანა) ასევე მისი ტექნიკური მხარე. ამიტომ ყველაზე შესაფერისად მათთვის ასტროლოგებს "ბენტლი" მიაჩნიათ.

მერწყული – მერწყულები სიახლის მოყვარული, ნოვატორი და ორიგინალური ხალხია. მათ უმრავლესობას ძალიან ხიბლავს და აინტერესებს ტექნიკის ნებისმიერი მიღწევა, მათ შორის რა თქმა უნდა ავტომობილების უახლესი მოდელები. თუმცა მერწყული ავტომობილის გარეგნულ იმიჯზე მეტად, მისი "შიგთავსით" და ტექნიკური გამართვის სისტემით ინტერესდება. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშანს ყველაზე მეტად ექსკლუზიური მოდელის ავტომობილები შეეფერება. თუმცა ამ ხალხს ასევე შეუძლია ნებისმიერი მანქანა თავად აქიციოს "ექსკლუზიურად" საკუთარი ხელით (მაგ. მერსედესს ჯიპის ბორბლები დაუყენოს და ა.შ).

თევზები – მელანქოლიური, სიმყუდროვისა და კომფორტის მოყვარული თევზებისთვის მანქანის მოდელს, ფასსა და ხარისხს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. მისთვის მთავარია მას ოთხი ბორბალი ქონდეს, რათა სახლიდან სამსახურში, სამსახურიდან კი სახლში მიაგოროს ამ უკანასკნელმა. ამიტომ ასტროლოგები თევზებს "ფიატის" ტიპის ავტომობილის შეძენას ურჩევენ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?