დგება მომენტი, როცა სხეული გარკვეულწილად გამოდის წყობიდან და აღარ გვემორჩილება. დაავადება შეიძლება იყოს რთული ან მარტივი, თუმცა, მთავარი მის მიმართ თავად ადამიანის განწყობაა. შესაბამისად, ფსიქოლოგიური ფაქტორი, დიდ გავლენას ახდენს იმაზე თუ რამდენად გაგვიჯანჯლდება ესა თუ ის ავადმყოფობა. ასტროლოგები ამ მხრივ საინტერესო სტატისტიკას ავლენენ. აღმოჩნდა, რომ კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნები გაცილებით უფრო მარტივად ამარცხებენ, ყველაზე საშიშ, ქრონიკულ დაავადებებსაც კი მაშინ, როცა ზოგიერთს უბრალო ვირუსი ექცევა ხოლმე გვარიან თავის ტკივილად.
როგორც აღმოჩნდა, დაავადებების მიმართ ფსიქოლოგიური მდგრადობით ყველაზე მეტად ცეცხლის ნიშნები გამოირჩევიან. ვერძები, ლომები და მშვილდოსნები დინამიკური ცხოვრების წესის მქონე ხალხია. მათში არის დიდი ენერგია და სასიცოცხლო პოტენციალი, რომლის მეშვეობითაც ისინი ყველაზე უფრო საშიშ დაავადებასაც კი არ ეპუებიან. ასეთი ხალხი მალე ამარცხებს დაავადებას და ახერხებს სასიცოცხლო ძალები აღიდგინოს მოკლე დროში.
კარგი რეგენერაციის უნარი აქვთ ავადმყოფობის შემდგომ კირჩხიბებს, მორიელებს, თევზებს, სასწორებს და ტყუპს. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები, ცვალებადები და ემოციურები არიან. ამიტომ მათთვის ყველაზე დიდი პრობლემაა ავადმყოფნის დროს შიში თავად დაავადების მიმართ. თუმცა, როგორც წესი, ისინი ახერხებენ თავი დააღწიონ ავადმყოფობის კლანჭებს, თუკი გუნება-განწყობა გამოუკეთდათ ან რაიმე ტიპის სტიმული აქვთ ცხოვრებაში. თუმცა, კირჩხიბისა და მორიელის ნიშნით დაბადებულებს, ასევე აქვთ მიდრეკილება ყველა სახის ქრონიკული დაავადებისკენ, რაც ისევ და ისევ მათი ემოციური ბუნების ბრალია.
დაბოლოს, გამოჯანმრთელება ხშირად უჯანჯდებათ ხოლმე ქალწულის, თხის რქის, კუროს ნიშნით დაბადებულებს. იმიტომ რომ, მათი დამოკიდებულება ექიმებისა და მკურნალობის მიმართ ხშირად ძალზე სკეპტიკურია. ამასთან ერთად, ამ ადამიანებს უიმედობა და პესიმიზმიც ახასიათებთ ზოგჯერ. თუმცაღა, მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ავად გახდომის შანსი იშვიათი აქვთ. იმიტომ რომ, როგორც წესი, მათი უმეტესობა საკუთარ ჯანმრთელობას თვალის ჩინივით უფრთხილდება.