სურვილი აქვს, რომ საკუთარი საცხოვრებელი მაქსიმალურად კომფორტულად მოაწყობს. ხშირად ამისთვის საჭირო ხდება მომაბეზრებელი და საკმაოდ დამღლელი პროცედურის ჩატარება, რომელსაც სახელად რემონტი ჰქვია. ზოდიაქოს ნიშნებს კი სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება აქვთ რემონტის პროცესთან.
ვერძი
ვერძი მუდმივად არემონტებს. მისი სურვილია ირგვლივ ყველაფერი იდეალურად ჰქონდეს. ამისათვის ის დაწვრილებით შეისწავლის ქალაქში არსებული მასალის ასორტიმენტს - დაწყებული კარის სახელურიდან, დამთავრებული აბაზანის საკიდამდე, თითქოს ამაში რამეს უხდიდნენ. ვერძი უცბად არკვევს სად არის ფასდაკლებები, ან აქცია - იყიდე ჯაკუზი, მიიღე ფენი ნახევარ ფასად.
ერთი თვის შემდეგ ყველა მაღაზიის ადმინისტრატორი ვერძს ამოიცნობს არა მარტო ხმით, არამედ დაჟინებული ზარით. გასაკვირი როდია, რომ რემონტი ნელი ტემპით მიდის - სანამ ერთი კედელი იდეალურად არ გაკეთდება, ვერძი არავითარ შემთხვევაში არ გადავა მეორეზე. მისი მტკიცებით "ეს ჩემი ციხესიმაგრეა და ნათლად ვხედავ, რომ ჩამრთველი მჭირდება ერთი სანტიმეტრით ზემოთ". შედეგად ხდება ის, რომ ვერძები რემონტის ბოლომდე ვერ აღწევენ, ან სიბერით გარდაიცვლებიან, ან მათ მეზობლები მოკლავენ.