დეპრესიული მდგომარეობა და ზოგადად უგუნებობა ნებისმიერ ჩვენგანს გამოუცდია მცირედი დოზით მაინც. ასტროლიგები ამ საკითხზე ხუმრობას ამჯობინებენ და დღეს ზუსტად იმის შესახებ შემოგთავაზებთ ინფორმაციას, როგორები არიან ზოდიაქოს ნიშნები დეპრესიაში.
ვერძი დეპრესიაში - ყველას ეჩხუბება.
კურო - გადაჭამს თუ რამე იპოვა მაცივარში.
ტყუპი - გაუთავებლად ლაყბობს, სანამ არ გააჩერებენ.
კირჩხიბი - ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობაა.
ლომი - მისი ღრიალის აფრიკაში შეშურდებათ "თანამოძმეებს".
ქალწული - სიმწისგან ყველაფერს დააწკრიალებს.
სასწორი - გაანადგურებს სახლში არსებულ ტკბილეულის მარაგს.
მორიელი - მოშხამავს გარშემო ყველას, ბოლოს საკუთარ თავსაც მიადგება.
მშვილდოსანი - ფეხით ჩავა ბათუმში ზღვის სანახავად. ასე დამშვიდდება.
თხის რქა - სამი დღის მანძილზე არ ამოიღებს ხმას.
მერწყული - მან არ იცის ამ სიტყვის მნიშვნელობა.
თევზები - ვისკის ბოთლი გახდება მისი საუკეთესო დაქალი/ძმაკაცი.