ერთ-ერთი საკვანძო და მნიშვნელოვანი თემაა ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ მატერიალურ წარმატებას ჩვენს ცხოვრებაში ვარსკვლავები და მათი მდებარეობა - გადაადგილება (ტრანზიტები) განაპირობებენ.
ასე მაგალითად, წლევანდელი წლის ფავორიტებად ფინანსური აღმასვლის კუთხით, სექტემბრის შუა პერიოდამდე ასტროლოგებმა მიწის ნიშნები კურო, თხის რქა და ქალწული მიიჩინეს. ეს იმიტომ, რომ წარმატებისა და იღბლის მომტანი პლანეტა, ზუსტად სექტემბრის შუა პერიოდამდე ქალწულის ზოდიაქოს ნიშანშია "გამაგრებული". შესაბამისად, ზემოჩამოთვლილი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ბევრი ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება იყოს გამდიდრების ან ფინანსური მდგომარეობის გამოსწორების რეალური შანსები. თუმცა აქვე ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ იუპიტერი არის პლანეტა, რომელიც პოტენციალს იძლევა. შესაბამისად, თუკი მარტოოდენ ვარსკვლავების გავლენით იმედოვნებთ გამდიდრებას და არსებულ შანსებს არ გამოიყენებთ, შემდგომ ამისა იმის მტკიცება, რომ "ეს ასტროლოგია სისულელეა" თქვენი მხრიდან საკმაოდ სუსტი არგუმენტი იქნება. ასე რომ, იღბალს ხელი თავადაც უნდა შეაშველოთ, მეგობრებო.
რაც შეეხება წლის მეორე ნახევარს. უკვე სექტემბრის ბოლოდან იუპიტერი ადგილს იცვლის და ამჯერად წლის ფავორიტები ჰაერის სტიქიის ნიშნები გახდებიან. იმიტომ რომ, იუპიტერი სასწორის ზოდიაქოს ნიშანში გააგრძელებს მოძრაობას. შესაბამისად, მომავალი წლის შუა პერიოდამდე ყველაზე მეტად უმართლებთ ფინანსურად ტყუპს, სასწორებსა და მერწყულებს. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებში გამდიდრების ან ფინანსური მდგომარეობის გამოსწორების შანსი განსაკუთრებით დიდია იმ შემთხვევაში, თუ მათი პროფესია სახელოვნებო სფეროებს, მოდასა და დიზაინს, არქიტექტურას, იურისპუდენციას, კონსულტირებას უკავშირდება.